ბუნებრივი ინგრედიენტები


გრძელვადიანი პარტნიორობა
ნედლეულის შეძენისას ველედა ზრუნავს არა მხოლოდ გარემოს შენარჩუნებაზე, არამედ ითვალისწინებს თანამშრომლების, მიმწოდებლებისა და პარტნიორების მოთხოვნებს.
თითოეულ მცენარეს აქვს თავისი საიდუმლო
თითოეული წამყვანი მცენარე უნიკალურია და ადამიანთან თავისი გამორჩეული ურთიერთმიმართება აქვს. ველედა მიზნად ისახავს თითოეული მცენარის საიდუმლოს ამოცნობას, მისი ხასიათისა და პოტენციალის გამოვლენას ჩვენს დასახმარებლად.
რას წარმოადგენს ველედას პროდუქცია
აქ ხორციელდება უმაღლესი ხარისხის სტანდარტებისა და რესურსების ფრთხილად გამოყენების შეთავსება. მცენარეული ნედლეულის დაახლოებით სამი მეოთხედი მოდის ორგანული ან ბიოდინამიკური მეურნეობიდან და სერტიფიცირებული ველური პოპულაციებიდან.

მინდვრიდან მაღაზიის თარომდე
ველედა მოწოდებულია ბუნების მიმართ იყოს პასუხისმგებელი და ზრუნავდეს მასზე. მისი ნედლეულის მაღალი ხარისხი და ხელმისაწვდომობა უზრუნველყოფილია სამკურნალო მცენარეების ბიოდინამიკური კულტივაციით, სერთიფიცირებული ველური პოპულაციებით და გრძელვადიან კონტრაქტორებთან მჭიდრო თანამშრომლობით.