სილამაზე

როგორ გავიკეთოთ სახის მომადუნებელი მასაჟი

ეს სასიამოვნოა! განტვირთვის ხუთი წუთი. სახის დამამშვიდებელი მასაჟი ამცირებს სტრესსა და დაჭიმულობას.

სახის ზეთის რამდენიმე წვეთი გაინაწილეთ ხელისგულებზე. მასაჟი მშვიდად და ნელა შეასრულეთ: ასე მიაღწევთ მაქსიმალურ განტვირთვას. ცნობიერად შეუთანხმეთ თქვენს მოძრაობებს ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა.

ველედას 5 ილეთი სახის მასაჟისთვის

1: სისხლის მიმოქცევის სტიმულირება

ნაზად დაიდეთ ორივე ხელი სახეზე და დაწოლის გარეშე გადაისვით ყურების მიმართულებით.

2: მოდუნება

ორივე ხელის თითისწვერები საფეთქლებზე დაიდეთ და დაწოლის გარეშე ნელა მოხაზეთ წრეები წინიდან უკან მიმართულებით.

3: ჰარმონიზება და დამშვიდება

გაშალეთ შუბლი: დაიდეთ ხელი შუბლზე განივად და გადაისვით თავიდან ბოლომდე. იგივე გაიმეორეთ მეორე ხელით საწინააღმდეგო მიმართულებით.

4: თვალის კუნთების განტვირთვა და ნაოჭების გაშლა

ცხვირის ფუძიდან დაწოლის გარეშე გადაისვით თითისწვერები წარბის რკალზე. შემდეგ ისე, რომ კანი არ დაჭიმოთ, განაგრძეთ მოძრაობა საწინააღმდეგო მიმართულებით თვალის გარე კუთხიდან შიდა კუთხემდე.

5: მოდუნება და ჰარმონიზება

თითები გაშალეთ და ნაზი მოძრაობით გადაისვით პირის გასწვრივ. იგივე გაიმეორეთ მეორე ხელით საწინააღმდეგო მიმათულებით.

დამატებითი რჩევა: ეს განსაკუთრებით სასარგებლოა.

საღამოს რიტუალი

გამოაცოცხლეთ თქვენი სახე ყურების მასაჟის დახმარებით. ეს სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს და სასიამოვნო მსუბუქი ჩხვლეტის შეგრძნებას ტოვებს. ხელები ლოყებსა და ყურებზე დაიდეთ. შუა და არათითი V-ფორმით გაშალეთ და ყურის გასწვრივ ზევით-ქვევით ამოძრავეთ მსუბუქი დაწოლით.

 

სილამაზე

ბროწეული – კანის მოსავლელი კოსმეტიკის ეფექტური ინგრედიენტი

ბროწეულის შემადგენელი აქტიური ნივთიერებები უაღრესად ეფექტურია კანის ნაადრევი დაბერების შესაჩერებლად. ისინი ასტიმულირებენ კანის რეგენერაციას, ებრძვიან თავისუფალ რადიკალებს და ხელს უწყობენ უჯრედების განახლებას.

იხილეთ მეტი
სილამაზე

როგორ გავაჯანსაღოთ კანი ბუნებრივი მცენარეული ზეთებით

ნუტრიენტებით მდიდარი ბუნებრივი პროდუქტები ანტიოქსიდანტური თვისებებით

იხილეთ მეტი

მსგავსი სტატიები

ჯანმრთელობა

რა გვეხმარება სტრესის დროს?

დღეს სტრესი ყველგან და ყველაფერშია. უარყოფითი სტრესი გვაცლის ენერგიას და მისი ხანგრძლივი ზემოქმედება დამაავადებელია.

იხილეთ მეტი
Health

რა იწვევს თმის ცვენას

ყოველდღიური თმის ცვენა ბუნებრივია - ეს თქვენი თმის შვიდწლიანი ციკლის ნაწილია. მაგრამ თუ კვირების განმავლობაში კარგავთ დღეში 100-ზე მეტ ღეროს, ეს შეიძლება იყოს თმის ცვენის ან ალოპეციის ნიშანი.

იხილეთ მეტი
ოჯახი

როგორ დავეხმაროთ შვილებს სტრესთან გამკლავებაში

ანტი-სტრეს-სტრატეგია, რომელიც შეიძლება დაეხმაროს თქვენს შვილს

იხილეთ მეტი