სილამაზე

როგორ გამოვიყენოთ სახის ზეთები? კანის მოვლის რიტუალი

ველედას სახის ზეთები გამოირჩევიან მრავალმხრივი მოქმედებით, რისი მაგალითიცაა ბროწეულის ზეთი. ის კვებავს და აძლიერებს კანს; და სწრაფად შეიწოვება ცხიმიანი კვალის დატოვების გარეშე.

ბროწეულის სახის ზეთი დამზადებულია მაღალი ხარისხის 8 მცენარეული ბიო-ზეთისაგან და იცავს კანს დაბინძურებული ჰაერისგან.  მისი გამოყენება შეგიძლიათ როგორც დილით, ასევე საღამოს, მარტო ან კომბინაციაში ბროწეულის დღის ან ღამის კრემთან ერთად. 

ნაბიჯი 1

დილით, სახის დაბანის შემდეგ, თვალის ქუთუთოებზე წაისვით ბროწეულის თვალის ირგვლივი კრემი. ამისათვის მუხუდოსხელა კრემი გადაანაწილეთ ქუთუთოებზე და ნაზად შეიზილეთ თვალის შიდა კუთხიდან წარბების გასწვრივ გარე კუთხისკენ და ბოლოს თითების დატყაპუნებით - ქვედა ქუთუთოებზე.

ნაბიჯი 2

სახეზე შეიზილეთ ბროწეულის შრატი. ეს უზრუნველყოფს კანის დამატებით დატენიანებას და ამზადებს მას შემდგომი მოვლისთვის. მცირე ოდენობის შრატი  ხელის გულების წრიული მოძრაობით  წაისვით შუბლზე, ცხვირზე, ლოყებსა და კისერზე.

ნაბიჯი 3

ხელის გულზე დაიწვეთეთ ზეთის რამდენიმე წვეთი და მეორე ხელის საჩვენებელი და შუა თითებით ეს ზეთი გადაანაწილეთ შუბლზე, ცხვირზე, ნიკაპსა და ლოყებზე. შემდეგ დარჩენილი ზეთი ორივე ხელის გულზე გაანაწილეთ და დაიწყეთ სახის მსუბუქი მასაჟი ცენტრიდან პერიფერიისკენ, გადადით ყელიდან  დეკოლტეზე. ნაზად გადაუსვით ზეთი დეკოლტეს მარცხნიდან მარჯვნივ და პირიქით. საღამოს შეგიძლიათ  ზეთის უხვად გამოყენება კანის ინტენსიური მოვლის მიზნით.

რჩევა

ბროწეულის დღის და ღამის კრემების ეფექტურობის გასაზრდელად, ხელის გულზე მოათავსეთ კრემის მუხუდოს მარცვლისოდენა რაოდენობა, დააწვეთეთ 2-3 წვეთი ბროწეულის სახის ზეთი და კარგად შერევის შემდეგ, ნაზად წაისვით სახეზე ცენტრიდან პერიფერიისკან.

ბროწეულის სახის ზეთი ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც მაკიაჟის ფუძე

სილამაზე

ბროწეული – კანის მოსავლელი კოსმეტიკის ეფექტური ინგრედიენტი

ბროწეულის შემადგენელი აქტიური ნივთიერებები უაღრესად ეფექტურია კანის ნაადრევი დაბერების შესაჩერებლად. ისინი ასტიმულირებენ კანის რეგენერაციას, ებრძვიან თავისუფალ რადიკალებს და ხელს უწყობენ უჯრედების განახლებას.

იხილეთ მეტი
სილამაზე

როგორ გავაჯანსაღოთ კანი ბუნებრივი მცენარეული ზეთებით

ნუტრიენტებით მდიდარი ბუნებრივი პროდუქტები ანტიოქსიდანტური თვისებებით

იხილეთ მეტი

მსგავსი სტატიები

Schönheit

მცენარეული წარმოშობის გლიცერინი

გლიცერინი ძლიერი დამატენიანებელი საშუალებაა.

იხილეთ მეტი
Beauty

მშრალი თავის კანი & ქერტლი

რისი გაკეთება შეგიძლიათ, თუ გაქვთ ქერტლი და მშრალი თავის კანი.

იხილეთ მეტი
Beauty

კოლაგენი

როგორც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ცილა და შემაერთებელი ქსოვილის მთავარი კომპონენტი, ის ჩვენი ორგანიზმის საყრდენ ჩარჩოს წარმოადგენს. თუმცა, ასაკის მატებასთან ერთად, ორგანიზმი სულ უფრო მეტ კოლაგენს შლის, ვიდრე გამოიმუშავებს, რაც ნაოჭების გაჩენას და კანის ჩამოშვებას იწვევს.

იხილეთ მეტი
ჯანმრთელობა

რა გვეხმარება სტრესის დროს?

დღეს სტრესი ყველგან და ყველაფერშია. უარყოფითი სტრესი გვაცლის ენერგიას და მისი ხანგრძლივი ზემოქმედება დამაავადებელია.

იხილეთ მეტი