10 რჩევა ბავშვის აღსაზრდელად


Weleda Group·10/8/2024
რა სჭირდება სინამდვილეში ბავშვს იმისთვის, რომ უსაფრთხოდ და ბედნიერად გაიზარდოს? ეს არ არის უამრავი სათამაშო, მოდური ტანსაცმელი ან საკუთარი დიდი ოთახი.

ის, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია, უფრო ხშირად არ იყიდება: დრო და ნდობა, ყურადღება და ზრუნვა. და სიყვარული. ეს ჩვენი შინაგანი დამოკიდებულებაა, რაც შეგვიძლია ჩვენს შვილს ვაჩუქოთ. და ეს დამოკიდებულება ჩვენს ქმედებებში ვლინდება.

„თქვენს გულისყურს მიენდეთ”

− სიუზან მირო
  • სერიოზულად მოეკიდეთ ბავშვს.
  • ყოველთვის ანუგეშეთ, როდესაც ტირის.
  • აცალეთ ბავშვს ბავშვობა.
  • დაუთმეთ დრო ბავშვს და საკუთარ თავს.
  • სამყაროს დროდადრო შვილის თვალებით შეხედეთ.
  • შეეცადეთ, გულისყურს მიენდოთ და არ მისცეთ სხვებს უფლება, გეზი შეგაცვლევინონ.
  • იცინეთ შვილთან ერთად.
  • ისე მოიქეცით, როგორც ისურვებდით, რომ შვილი მოიქცეს. იყავით მისთვის მაგალითი.
  • აუხსენით შვილს, რომ ადამიანი აუცილებლად უნაკლო არ უნდა იყოს. ეს თქვენ ორსაც გეხებათ.