ჩვილი არ უნდა გავაფუჭოთ? არ ინერვიულოთ, ვერ გააფუჭებთ ბავშვს. ის აბსოლუტურად უმწეოა და არ შეუძლია საკუთარი თავის უზრუნველყოფა საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში. ატირებული ბავშვის დაწყნარება ყველაზე კარგია მკერდზე. ეს მრავალმხივ სასარგებლოა: ძუძუთი კვებისას გამოთავისუფლდება "სიყვარულისა და ბედნიერების ჰორმონი" ოქსიტოცინი.
ტირილი მანიპულირებაა? ტირილით ჩვილი არ ცდილობს თქვენს მანიპულირებას. ბავშვები მხოლოდ 5-7 წლის ასაკიდან ივითარებენ შემეცნებით უნარს დააწყონ გეგმები.
ჩვილმა უნდა ისწავლოს თავის დამშვიდება? 2 დან 4 წლამდე ასაკში ბავშვებს არ შუძლიათ თავის დამშვიდება. ის თქვენგან სწავლობს შეგრძნებას იყოს დამშვიდებული. სიყვარულით სავსე თავდაჯერებულობა, ხელს უწყობს თქვენი შვილის ნერვული სისტემის დადებით განვითარებას.
ჩვილი ხელში აყვანილი უნდა ატაროთ. ეს ხელს უწყობს მის ჯანსაღ განვითარებას.
ძველ რძეზე დამატებული ახალი რძე იწვევს მუცლის ტკივილს? ჩვილი ინელებს დედის რძეს 20-90 წთ-ში. ამიტომ ძუძუთი კვებისას არ არის საჭირო კვების გრაფიკის დაცვა.
თუ ჩვილს ხშირად ვატარებთ ხელში, ისინი ამას მიეჩვევიან? ჩვილი ხელში სატარებლადაა გაჩენილი! სულ ცოტა პირველი 1 წლის განმავლობაში, მისი ფიზიკური და გონებრივი განვითარება მოითხოვს მშობელთან მჭიდრო სხეულებრივ კონტაქტს. სლინგით ან კენგურუთი ჩვილის ტარება აიოლებს ყოველდღიურ ცხოვრებას და ხელს უწყობს მისი მეჯ-ბარძაყისა და ხერხემლის ჯანსაღ განვითარებას.
6 თვიდან ჩვილები საკუთარ საწოლებში უნდა იძინებდნენ? ყველა ადამიანის მსგავსად, ჩვილსაც ღამე უსაფრთხოების შეგრძნება ესაჭიროება. მისი გადარჩენის ინსტინქტები ათასწლეულების განმავლობაში არ შეცვლილა. ჩვილებს არ აქვთ უნარი თავი დაიმშვიდონ. შინაგანი სიგნალიზაცია მუდმივად აღვიძებს მათ, სანამ არ ისწავლიან ძილის ერთი ფაზიდან მეორეში დამოუკიდებლად გადასვლას. 4-5 წლიდან კი ბავშვების უმეტესობა დამოუკიდებლად ძილს ამჯობინებს.




