ჯანმრთელობა

თვალის სამკურნალო მცენარეები

ევფრზია, ბალბა და კალენდულა არა მხოლოდ ლამაზი მცენარეები, არამედ თვალის გამაჯანსაღებელი ბუნებრივი საშუალებებიცაა.

თავისი ფერადი ყვავილებით, ეს მცენარეები მშვენიერი სანახავია; ყვავიან მდელოებზე და მზიან ფერდობებზე. გარდა ამისა ისინი თვალის გამაჯანსაღებელი ბუნებრივი საშუალებებიცაა.

ევფრაზია, რომელსაც გერმანულად თვალის ნუგეში ქვია, ნაზი მინდვრის ყვავილია.

ის 10-30 სმ სიმაღლის მცენარეა და იზრდება მშრალ, მწირ ნიადაგზე; ზღვის დონიდან 2,300 მეტრამდე სიმაღლეზე. მას აქვს პატარა დაკბილული ფოთლები, ხოლო ყვავილები თეთრია ყვითელი ლაქებით და მეწამული ძარღვებით,  რომლებიც ცენტრიდან გამოსხივდება. გადარჩენის მიზნით, მცენარე შთანთქავს მინერალებით მდიდარ საკვებ ნივთიერებებს მეზობელი ბალახის ფესვებიდან, სპეციალური ფესვის მსგავსი დანამატებით. მცენარე საუკუნეების განმავლობაში გამოიყენება თვალის ჩივილების სამკურნალოდ.

ველური ბალბა, Malva sylvestris

უძველესი დროიდან ცნობილი კულტურული მცენარე, რომელიც  დღესდღეობით მსოფლიოში თითქმის ყველგან გვხვდება. მცენარე  სიმაღლეში ერთ მეტრს აღწევს, ქმნის მრგვალ, თათისებრ ფოთლებს. მის ვარდისფერ ყვავილებს აქვს ხუთი გვირგვინის ფურცელი,  მუქი ზოლებით. ველური ბალბა გამოირჩევა დამატენიანებელი და დამამშვიდებელი თვისებებით. გვალვის დროსაც კი, მცენარე ინარჩუნებს ლორწოს მაღალ შემცველობას, რაც მოდელს წარმოადგენს დატენიანებისა  და დაბალანსების კუთხით.

 

 

კალენდულა, იგივე გულყვითლა

ეს ბაღის მცენარე, შუა საუკუნეებიდან ცნობილია, როგორც ჭრილობების სამკურნალო  საშუალება. კალენდულა ეკუთვნის რთულყვავილოვანთა ოჯახს. მას ანთების საწინააღმდეგო ეფექტი აქვს და ხელს უწყობს ქსოვილების რეგენერაციას.  მთელი ზაფხულის განმავლობაში, ის ყვავის და აყალიბებს ახალ ფოთლებს, მიუხედავად თესლის წარმოქმნის დაწყებისა. ეს არის ჰელიოტროპი - მზის კურსს მიჰყვება თავისი კაშკაშა ყვითელი და ნარინჯისფერი  ყვავილებით, რომლებშიც დიდი სასიცოცხლო ენერგია კონცენტრირდება და სტრუქტურირდება.

ჯანმრთელობა

რა გვეხმარება სტრესის დროს?

დღეს სტრესი ყველგან და ყველაფერშია. უარყოფითი სტრესი გვაცლის ენერგიას და მისი ხანგრძლივი ზემოქმედება დამაავადებელია.

იხილეთ მეტი
ჯანმრთელობა

კომპლემენტარული მედიცინა და მკურნალობის სხვა მეთოდები

როგორ შევინარჩუნოთ ჯანმრთელობა? რა ტრადიციული სამკურნალო მეთოდები არსებობს კლასიკური მედიცინის გარდა?

იხილეთ მეტი

მსგავსი სტატიები

Schönheit

მცენარეული წარმოშობის გლიცერინი

გლიცერინი ძლიერი დამატენიანებელი საშუალებაა.

იხილეთ მეტი
Beauty

მშრალი თავის კანი & ქერტლი

რისი გაკეთება შეგიძლიათ, თუ გაქვთ ქერტლი და მშრალი თავის კანი.

იხილეთ მეტი
Beauty

კოლაგენი

როგორც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ცილა და შემაერთებელი ქსოვილის მთავარი კომპონენტი, ის ჩვენი ორგანიზმის საყრდენ ჩარჩოს წარმოადგენს. თუმცა, ასაკის მატებასთან ერთად, ორგანიზმი სულ უფრო მეტ კოლაგენს შლის, ვიდრე გამოიმუშავებს, რაც ნაოჭების გაჩენას და კანის ჩამოშვებას იწვევს.

იხილეთ მეტი
ჯანმრთელობა

რა გვეხმარება სტრესის დროს?

დღეს სტრესი ყველგან და ყველაფერშია. უარყოფითი სტრესი გვაცლის ენერგიას და მისი ხანგრძლივი ზემოქმედება დამაავადებელია.

იხილეთ მეტი