ბუნება

მცენარის პორტრეტი: ალოე

ალოე - Aloe vera (Aloe Barbadensis) სახის მოსავლელად დიდი ხანია გამოიყენება. ძველ ეგვიპტეში უკვე იცოდნენ მისი სამკურნალო და სილამაზის მიმნიჭებელი თვისებების შესახებ და კლეოპატრაც მას ყოველდღიურად ხმარობდა.

ზრდის მანერა

ალოე, რომელიც შროშანისაებრთა ოჯახს ეკუთვნის, თავისი ზრდის მანერით კაკტუსებს მოგვაგონებს. ამ ტროპიკულ მცენარეს საერთოდ არ აქვს ღერი ან ის ძალიან მოკლეა, ხოლო 20 მდე ფოთოლი როზეტს ქმნის. ფესვები წვრილია და ჰორიზონტალურად იზრდებიან მიწაში.

ფოთლები

40-50 სმ სიგრძის ლანცეტა ფოთლები სქელი და ხორცოვანია. ისინი 95% წყლისაგან შედგებიან და თითო ფოთოლი შეიძლება 2 კგ-საც იწონიდეს. მათი კიდეები დაკბილული და ოდნავ მოვარდისფროა.

ყვავილედი

ალოეს ყვავილედი 60-90 სმ სიმაღლეს აღწევს და შეიძლება ორი ღეროსაგან შედგებოდეს. ყვავილები კი მუქი ყვითელიდან წითელ ფერებში მონაცვლეობს და 3 სმ სიგრძისაა.

გავრცელება

ალოეს ზუსტი წარმოშობა უცნობია. თუმცა ფიქრობენ, რომ პირველად გაჩნდა სუდანში და არაბეთის ნახევარკუნძულზე. დღეს მისი  ველური სახეობები იზრდება ჩრდილოეთ აფრიკაში, ახლო აღმოსავლეთში, აზიაში, ხმელთაშუა ზღვის სამხრეთ რეგიონებში, კუნძულ მადეირაზე,  კანარის კუნძულებზე და ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში.

დახასიათება

ალოეს ფოთლის ჟელე წარმოადგენს უფერო ან მოყვითალო ფერის გამჭვირვალე ლორწოვან სითხეს. ალოეს წვენი, რომელიც მისგან იწურება, გამოიყენება სამედიცინო და კოსმეტიკური მიზნებისათვის. მასში შემავალ პოლისაქარიდებს აქვთ უნარი მიიერთონ ტენი და შემდეგ კანს გაუზიარონ. ალოეს ჟელეს აქვს დამამშვიდებელი, მატონიზირებელი და გამაგრილებელი ეფექტი კანზე. რეკომენდებულია გასაწმენდი, გაღიზიანებული, მშრალი და მგრძნობიარე კანისთვის.

ბუნება

რა უნდა ვიცოდეთ ნიადაგის მდგომარეობის შესახებ

ნიადაგმცოდნე დრ. ულრიხ ჰამპლი გვიხსნის, როგორ უწყობენ მიკროორგანიზმები ხელს ნიადაგის სიჯანსაღეს და როგორ შეიძლება გამოუცდელმა თვალმაც კი ამოიცნოს ჯანსაღი ნიადაგი.

იხილეთ მეტი
ბუნება

როგორ აგროვებენ ზღვაში პლასტმასის ნარჩენებს

არაკომერციული გარემოსდამცველი ორგანიზაციის "ერთი დედამიწა - ერთი ოკეანე" გემები აგროვებენ პლასტმასის ბოთლებს, პარკებს და სხვა ნაგავს ზღვიდან

იხილეთ მეტი

მსგავსი სტატიები

Health

რა იწვევს თმის ცვენას

ყოველდღიური თმის ცვენა ბუნებრივია - ეს თქვენი თმის შვიდწლიანი ციკლის ნაწილია. მაგრამ თუ კვირების განმავლობაში კარგავთ დღეში 100-ზე მეტ ღეროს, ეს შეიძლება იყოს თმის ცვენის ან ალოპეციის ნიშანი.

იხილეთ მეტი
ოჯახი

როგორ დავეხმაროთ შვილებს სტრესთან გამკლავებაში

ანტი-სტრეს-სტრატეგია, რომელიც შეიძლება დაეხმაროს თქვენს შვილს

იხილეთ მეტი