ბუნება

არნიკას პორტრეტი

არომატული არნიკას სამკურნალო ძალა საუკუნეებია გამოიყენება სხეულის ყრუ დაზიანებების დროს, როგორიცაა დაჟეჟილობა, დაჭიმულობა, ჰემატომა. მასში 150-მდე აქტიური ნივთიერებაა აღმოჩენილი.

წარმოშობა

მცენარის ბოტანიკური სახელია Arnica montana. ეს გამძლე მცენარე ძირითადად ცენტრალური და სამხრეთ ევროპის მთებში იზარდება. ის ირჩევს მჟავე და კალციუმით მწირ ნიადაგს. მისი პოვნა შეიძლება როგორც დაბლობზე, ისე ზღვის დონიდან 2800 მ-ზე.
 

ის ირჩევს მჟავე და კალციუმით მწირ ნიადაგს.

ყვავილები

არნიკა რთულყვავილოვანთა ოჯახის წარმომადგენელია, ვარსკვლავივით მანათობელი კალათა ყვავილედით. ის ყვავის მაისიდან აგვისტომდე. მისი კაშკაშა ყვითელი ენისებრი ყვავილები ასიმეტრიულადაა განლაგებული და ყოველი ყვავილი ინდივიდუალობით გამოირჩევა.

მისი ყოველი ყვავილი ინდივიდუალობით გამოირჩვა

ზრდა და გადამუშავება

ეს ბალახოვენი მცენარე სიმაღლეში 20-60 სმ-მდე იზრდება. აქვს ტყავისებური, შებუსვილი ფოთლები და ძლიერი ღერო, რომელიც მთის ქარებს უძლებს. მიუხედავად იმისა, რომ არნიკა მკაცრ რეგიონში კარგად ხარობს, ის ძალიან მგრძნობიერად რეაგირებს მის ბუნებრივ ეკოსისტემაში მიმდინარე ცვლილებებზე.

არნიკა იკრიფება სრული ყვავილობისას და დანიშნულებისდა მიხედვით ხდება ფესვის, ღეროს, ყვავილისა თუ მთელი მცენარის ხელით შეგროვება. მისი ექსტრაქტები ამცირებენ შეშუპებას,  აქრობენ ანთებას და ხელს უწყობენ კანის დაზიანებული ქსოვილების რეგენერაციას. ისინი ასევე ააქტიურებენ სისხლის მიმოქცევას და ამით აჩქარებენ განკურნების პროცესს.

ბუნება

რა უნდა ვიცოდეთ ნიადაგის მდგომარეობის შესახებ

ნიადაგმცოდნე დრ. ულრიხ ჰამპლი გვიხსნის, როგორ უწყობენ მიკროორგანიზმები ხელს ნიადაგის სიჯანსაღეს და როგორ შეიძლება გამოუცდელმა თვალმაც კი ამოიცნოს ჯანსაღი ნიადაგი.

იხილეთ მეტი
ბუნება

როგორ აგროვებენ ზღვაში პლასტმასის ნარჩენებს

არაკომერციული გარემოსდამცველი ორგანიზაციის "ერთი დედამიწა - ერთი ოკეანე" გემები აგროვებენ პლასტმასის ბოთლებს, პარკებს და სხვა ნაგავს ზღვიდან

იხილეთ მეტი

მსგავსი სტატიები

Schönheit

მცენარეული წარმოშობის გლიცერინი

გლიცერინი ძლიერი დამატენიანებელი საშუალებაა.

იხილეთ მეტი
Beauty

მშრალი თავის კანი & ქერტლი

რისი გაკეთება შეგიძლიათ, თუ გაქვთ ქერტლი და მშრალი თავის კანი.

იხილეთ მეტი
Beauty

კოლაგენი

როგორც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ცილა და შემაერთებელი ქსოვილის მთავარი კომპონენტი, ის ჩვენი ორგანიზმის საყრდენ ჩარჩოს წარმოადგენს. თუმცა, ასაკის მატებასთან ერთად, ორგანიზმი სულ უფრო მეტ კოლაგენს შლის, ვიდრე გამოიმუშავებს, რაც ნაოჭების გაჩენას და კანის ჩამოშვებას იწვევს.

იხილეთ მეტი
ჯანმრთელობა

რა გვეხმარება სტრესის დროს?

დღეს სტრესი ყველგან და ყველაფერშია. უარყოფითი სტრესი გვაცლის ენერგიას და მისი ხანგრძლივი ზემოქმედება დამაავადებელია.

იხილეთ მეტი