ბუნება

მცენარის პორტრეტი: იაჟუჟუნა, სამფერი ია

იაჟუჟუნა ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ველური მცენარეა. ის მინდვრებში, მდელოებზე და გზისპირა ზოლებში იზრდება. ყვავილი სამფეროვანია – ყვითელი, თეთრი და მუქი იისფერი სხვადასხვა კომბინაციაშია წარმოდგენილი.

გავრცელება

სამფერი ია (Viola tricolor) იისებრთა ოჯახს ეკუთვნის და თითქმის მთელ ევროპაშია გავრცელებული, უპრატესად იზრდება მზიან და ნახევრად ჩრდილიან ადგილებში, მშრალ მდელოებზე, მინდვრებში და გზისპირა ზოლებში. ის შედარებით დაბალი მცენარეა, მისი სიმაღლე 15-დან 30 სანტიმეტრამდე აღწევს.

 

ფოთოლი

ქვედა ფოთლები მომრგვალებულია ან გულის ფორმის და არ არის დაფარული ბუსუსებით. უფრო ზევით ფოთლები წაგრძელებული ფორმისაა. ღერო შვეულად იზრდება და უფრო ხშირად დატოტვილია.

 

ყვავილი

ყვავილი გვერდზეა გადახრილი და ხუთი ფურცლისგან შედგება. განსაკუთრებული ის არის, რომ ეს ფრუცლები სამი ფერის სხვადასხვა კომბინაციას ქმნის (tricolor): უფრო ხშირად ქვედა ფურცელი ყვითლად, ხოლო ორი შუა ფურცელი თეთრად და ორი ზედა ფურცელი მუქ იისფრად არის შეფერილი. ყვავილის ცენტრიდან ფურცლის კიდეებისკენ მუქი ხაზები მიემართება და შთამბეჭდავ მოხატულობას ქმნის.

თესლი

თესლის მომწიფების შემდეგ ნაყოფის კაფსულა სკდება და თესლი ღიად ჩანს. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს უამრავ წვრილი თესლი ჯამშია მოთავსებული.

 

გამოყენება

იაჟუჟუნას აყვავებულ ბალახს გარეგანად იყენებენ კანის მსუბუქი სებორეული დაავადებების დროს, რასაც ახლავს ქერცლის წარმოქმნა, ქავილი, აგრეთვე რძიანას და აკნეს შემთხვევაში. იაჟუჟუნას იყენებენ კანის დაზიანებების სამკურნალოდ, რომლებიც შინაგანი მიზეზებით არის გაპირობებული. სახალხო მედიცინაში ითვლება, რომ მცენარე ზოგადად სისხლს ასუფთავებს და ნივთიერებათა ცვლას  უწყობს ხელს.

ბუნება

რა უნდა ვიცოდეთ ნიადაგის მდგომარეობის შესახებ

ნიადაგმცოდნე დრ. ულრიხ ჰამპლი გვიხსნის, როგორ უწყობენ მიკროორგანიზმები ხელს ნიადაგის სიჯანსაღეს და როგორ შეიძლება გამოუცდელმა თვალმაც კი ამოიცნოს ჯანსაღი ნიადაგი.

იხილეთ მეტი
ბუნება

როგორ აგროვებენ ზღვაში პლასტმასის ნარჩენებს

არაკომერციული გარემოსდამცველი ორგანიზაციის "ერთი დედამიწა - ერთი ოკეანე" გემები აგროვებენ პლასტმასის ბოთლებს, პარკებს და სხვა ნაგავს ზღვიდან

იხილეთ მეტი

მსგავსი სტატიები

Schönheit

მცენარეული წარმოშობის გლიცერინი

გლიცერინი ძლიერი დამატენიანებელი საშუალებაა.

იხილეთ მეტი
Beauty

მშრალი თავის კანი & ქერტლი

რისი გაკეთება შეგიძლიათ, თუ გაქვთ ქერტლი და მშრალი თავის კანი.

იხილეთ მეტი
Beauty

კოლაგენი

როგორც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ცილა და შემაერთებელი ქსოვილის მთავარი კომპონენტი, ის ჩვენი ორგანიზმის საყრდენ ჩარჩოს წარმოადგენს. თუმცა, ასაკის მატებასთან ერთად, ორგანიზმი სულ უფრო მეტ კოლაგენს შლის, ვიდრე გამოიმუშავებს, რაც ნაოჭების გაჩენას და კანის ჩამოშვებას იწვევს.

იხილეთ მეტი
ჯანმრთელობა

რა გვეხმარება სტრესის დროს?

დღეს სტრესი ყველგან და ყველაფერშია. უარყოფითი სტრესი გვაცლის ენერგიას და მისი ხანგრძლივი ზემოქმედება დამაავადებელია.

იხილეთ მეტი