ბუნება

მცენარის პორტრეტი: როზმარინი

როზმარინი ცნობილია თავისი გამათბობელი თვისებით, მასში ეთერზეთების შემცველობის გამო.

გავრცელება

როზმარინის (Rosmarinus officinalis) სამშობლოა ხმელთაშუა ზღვის რეგიონი და მიეკუთვნება ტუჩოსნების (Lamiaceae) ოჯახს. ეს ოჯახი ცნობილია თავისი გამათბობელი თვისებით, მასში ეთერზეთების შემცველობის გამო. დატოტვილი, მარადმწვანე ბუჩქი 2 მეტრ სიმაღლეს აღწევს.  მას ხშირად შეხვდებით მშრალ და ცხელ კლდოვან ზღვისპირა რეგიონებში.  სახელი როზმარინი ლათინური წარმოშობისაა და  ზღვის ცვარს ნიშნავს, რაც მის ბუნებრივ გავრცელების არეალზე მიგვანიშნებს.

ფოთლები და ღერო
ხეშეში, კუთხოვანი ღერო დაფარულია ვიწრო ნემსისებური, მორკალული, პრიალა ფოთლებით, რომლებიც ზევიდან ხასხასა მწვანეა, ხოლო ქვევიდან შებუსვილი.

ყვავილები

როზმარინის ყვავილები ტუჩოსნებისთვის დამახასიათებელი ტიპიური ფორმისაა და შეიძლება იყოს ღია ცისფერი, ღია იისფერი, თეთრი ან ვარდისფერი. ისინი ჯგუფებად სხედან  ღეროების ბოლოებზე და ახასიათებთ გრძელი მტვრიანები.

 

გამოყენება

როზმარინი უფრო ხშირად სანელებლად გამოიყენება კულინარიაში. მისი ეთერზეთი ცნობილია თავისი მასტიმულირებელი, მატონიზირებელი ეფექტით.  ის შედის  სამასაჟე ზეთების, აბაზანების, ასევე კანის მოსავლელი კრემების შემადგენლობაში.

ბუნება

რა უნდა ვიცოდეთ ნიადაგის მდგომარეობის შესახებ

ნიადაგმცოდნე დრ. ულრიხ ჰამპლი გვიხსნის, როგორ უწყობენ მიკროორგანიზმები ხელს ნიადაგის სიჯანსაღეს და როგორ შეიძლება გამოუცდელმა თვალმაც კი ამოიცნოს ჯანსაღი ნიადაგი.

იხილეთ მეტი
ბუნება

როგორ აგროვებენ ზღვაში პლასტმასის ნარჩენებს

არაკომერციული გარემოსდამცველი ორგანიზაციის "ერთი დედამიწა - ერთი ოკეანე" გემები აგროვებენ პლასტმასის ბოთლებს, პარკებს და სხვა ნაგავს ზღვიდან

იხილეთ მეტი

მსგავსი სტატიები

Schönheit

მცენარეული წარმოშობის გლიცერინი

გლიცერინი ძლიერი დამატენიანებელი საშუალებაა.

იხილეთ მეტი
Beauty

მშრალი თავის კანი & ქერტლი

რისი გაკეთება შეგიძლიათ, თუ გაქვთ ქერტლი და მშრალი თავის კანი.

იხილეთ მეტი
Beauty

კოლაგენი

როგორც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ცილა და შემაერთებელი ქსოვილის მთავარი კომპონენტი, ის ჩვენი ორგანიზმის საყრდენ ჩარჩოს წარმოადგენს. თუმცა, ასაკის მატებასთან ერთად, ორგანიზმი სულ უფრო მეტ კოლაგენს შლის, ვიდრე გამოიმუშავებს, რაც ნაოჭების გაჩენას და კანის ჩამოშვებას იწვევს.

იხილეთ მეტი
ჯანმრთელობა

რა გვეხმარება სტრესის დროს?

დღეს სტრესი ყველგან და ყველაფერშია. უარყოფითი სტრესი გვაცლის ენერგიას და მისი ხანგრძლივი ზემოქმედება დამაავადებელია.

იხილეთ მეტი