ენოთერა


მოწიფული კანის დაცვისა და აღდგენის სტიმული


Weleda Group·10/8/2024
ენოთრას სამშობლო ჩრდილოეთ ამერიკაა და ინდიელები მას სამკურნალოდ და საკვებად იყენებენ

მიუხედავად იმისა, რომ ენოთერა იზრდება მშრალ და მწირ ნიადაგზე, ის უხვად ყვავის და მზის ჩასვლისთანავე ერთმანეთის მიყოლებით შლის კოკრებს. მზესავით კაშკაშა ყვითელი ყვავილები დილამდე გაშლილი რჩებიან და ღამის სიბნელეს ანათებენ. ისინი აკავშირებენ დღე და ღამეს. მისი გერმანული სახელწოდება "ღამის სანთელი" ამის ნათელი ასახვაა.

კანის უნიკალური დამცავი

ენოთერას თესლის ზეთი შეიცავს დიდი რაოდენობით ლინოლისა და გამა–ლინოლენის მჟავებს, რომელთაც ასაკის მატებასთან ერთად ჩვენი ორგანიზმი სულ უფრო ნაკლებად აწარმოებს. ეს ორი ცხიმმჟავა იმდენად მნიშვნელოვანია ეპიდერმისისთვის, რამდენადაც მის ბარიერულ ფუნქციას აფორმირებს. ენოთერას თესლის ზეთი იცავს კანს გამოშრობისაგან, არბილებს მის უხეშ მონაკვეთებს და ხელს უწყობს უჯრედების ზრდას და რეგენერაციას.