ბუნება

როზმარინი

ტონუსისა და შთაგონების წყარო

ხელს უწყობს საჭმლის მონელებას, სისხლის მიმოქცევას და აუმჯობესებს განწყობას

ხმელთაშუაზღვისპირეთის სითბოს აკუმულატორი.

უხეში გარეგნობის მიუხედავად როზმარინს ძალიან პოეტური სახელი აქვს:  ros marinus ლათინური სიტყვებია და „ზღვის ნამს“ ნიშნავს. მცენარის სამშობლო ხმელთაშუა ზღვის სანაპირო რეგიონებია, ძირითადად, პორტუგალიიდან ვიდრე იონიის კუნძულებამდე. ანტიკურ ხანაში, როზმარინი ღმერთების, პირველ რიგში, აფროდიტეს საკურთხ მცენარედ ითვლებოდა, ამიტომ ის სიყვარულის სიმბოლოს წარმოადგენდა. მარადმწვანე დაბალ ბუჩქს მშრალი და ცხელი ადგილები უყვარს. მაგრამ თუ საჭირო გახდა, ის ძლიერ ყინვასაც უძლებს: ხმელთაშუაზღვისპირეთის ჯიშებს 20 გრადუსამდე ყინვაც ვერაფერს აკლებს. როზმარინს ძლიერი გამათბობელი თვისებები აქვს, ის სისხლის მიმოქცევას და ნერვულ სისტემას ააქტიურებს. მისი მიღება შეიძლება როგორც შინაგანად, მაგალითად, ჩაის სახით, ისე გარეგანად, ზეთის ან ესენციის სახით.

როზმარინის ზეთის შესანიშნავი თვისებები

ძველი ბერძნებისთვის როზმარინი საკულტო მცენარე იყო, მაგრამ მის სამკურნალო თვისებებს ისინი, როგორც ჩანს, არ იცნობდნენ. ყოველ შემთხვევაში, ბერძნულ წერილობით წყაროებში ამის შესახებ არაფერია ნათქვამი. როზმარინის ეთერზეთის კეთილისმყოფელი თვისებები მხოლოდ შუა საუკუნეებში აღმოაჩინეს. როზმარინი საჭმლის მონელებას და სისხლის მიმოქცევას უწყობს ხელს, მას რევმატიზმისა და შაკიკის შემსუბუქებაც შეუძლია. გარდა ამისა, როზმარინის ზეთს ანტისეპტიკური მოქმედებაც აქვს. ის დიდი ხანია, დამკვიდრდა, როგორც დანამატი აბაზანისთვის ინფიცირებული ან ძნელად შეხორცებადი იარების სამკურნალოდ. ვეელედა როზმარინის ექსტრაქტებს კოსმეტიკურ პროდუქტებსა და წამლებში იყენებს, რომლებიც სითბური ბალანსის შენარჩუნებასა და სისხლის მიმოქცევას უწყობენ ხელს. მხოლოდ მისი ინტენსიური სურნელიც კი საკმარისია იმისთვის, რომ ადამიანს მხნეობა შემატოს და დაღლილობა მოუხსნას.

ბუნება

რა უნდა ვიცოდეთ ნიადაგის მდგომარეობის შესახებ

ნიადაგმცოდნე დრ. ულრიხ ჰამპლი გვიხსნის, როგორ უწყობენ მიკროორგანიზმები ხელს ნიადაგის სიჯანსაღეს და როგორ შეიძლება გამოუცდელმა თვალმაც კი ამოიცნოს ჯანსაღი ნიადაგი.

იხილეთ მეტი
ბუნება

როგორ აგროვებენ ზღვაში პლასტმასის ნარჩენებს

არაკომერციული გარემოსდამცველი ორგანიზაციის "ერთი დედამიწა - ერთი ოკეანე" გემები აგროვებენ პლასტმასის ბოთლებს, პარკებს და სხვა ნაგავს ზღვიდან

იხილეთ მეტი

მსგავსი სტატიები

Schönheit

მცენარეული წარმოშობის გლიცერინი

გლიცერინი ძლიერი დამატენიანებელი საშუალებაა.

იხილეთ მეტი
Beauty

მშრალი თავის კანი & ქერტლი

რისი გაკეთება შეგიძლიათ, თუ გაქვთ ქერტლი და მშრალი თავის კანი.

იხილეთ მეტი
Beauty

კოლაგენი

როგორც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ცილა და შემაერთებელი ქსოვილის მთავარი კომპონენტი, ის ჩვენი ორგანიზმის საყრდენ ჩარჩოს წარმოადგენს. თუმცა, ასაკის მატებასთან ერთად, ორგანიზმი სულ უფრო მეტ კოლაგენს შლის, ვიდრე გამოიმუშავებს, რაც ნაოჭების გაჩენას და კანის ჩამოშვებას იწვევს.

იხილეთ მეტი
ჯანმრთელობა

რა გვეხმარება სტრესის დროს?

დღეს სტრესი ყველგან და ყველაფერშია. უარყოფითი სტრესი გვაცლის ენერგიას და მისი ხანგრძლივი ზემოქმედება დამაავადებელია.

იხილეთ მეტი