nature

5 დეკემბერი ნიადაგის მსოფლიო დღეა

ჯანსაღი ნიადაგი დედამიწაზე სიცოცხლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია

ნიადაგები დედამიწაზე ერთ-ერთი ყველაზე ღირებული და ძვირფასი ჰაბიტატია. ნიადაგის მსოფლიო დღე ნიადაგის, როგორც ბუნებრივი რესურსის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად. ეს საერთაშორისო დღე ყოველწლიურად 5 დეკემბერს აღინიშნება. ის 2002 წლის აგვისტოში ნიადაგმცოდნეობის საერთაშორისო კავშირმა (IUSS) ბანგკოკში გამართულ მე-17 მსოფლიო კონგრესზე დააარსა. ნიადაგის მსოფლიო დღეს, გერმანიაში რწმუნებულთა საბჭო მომდევნო წლის „წლის ნიადაგს“ წარადგენს.

რაში გვჭირდება ნიადაგის მსოფლიო დღე?

ნიადაგის მსოფლიო დღის მიზანია ნიადაგის ეკოსისტემის უდიდესი მნიშვნელობის შესახებ გლობალური ცნობიერების ამაღლება. და არცთუ უმიზეზოთ: ნიადაგები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საფუძველია ადამიანების, ცხოველებისა და მცენარეების სიცოცხლისთვის. ისინი ასევე აუცილებელია საკვებით მომარაგებისთვის, კლიმატის დაცვისა და ბიომრავალფეროვნებისთვის.


დედამიწაზე ცნობილი სახეობების 59 პროცენტი ნიადაგში ცხოვრობს. ნიადაგის მცირე ნაწილში მეტი ორგანიზმია, ვიდრე მთელ პლანეტაზე ადამიანი! პაწაწინა არსებებიდან, როგორიცაა მიკრობები და ერთუჯრედიანი ორგანიზმები, ექვსფეხებამდე, ტყის ტილებამდე და ჭიებამდე, ასევე პატარა ძუძუმწოვრებამდე, როგორიცაა თხუნელები, ნიადაგების თითქმის უსასრულო მრავალფეროვნების ბინადრები არიან. ბიომრავალფეროვნება არსად არის  ნიადაგისაზე უფრო დიდი.

ნიადაგის შემადგენლობა და რეგიონული კლიმატი განსაზღვრავს იქ მოზარდი მცენარეების სახეობებს. ნიადაგში მცხოვრები ორგანიზმები აფხვიერებენ ნიადაგს და ხელს უწყობენ ჰუმუსის წარმოქმნას. ნიადაგებს ასევე აქვთ გამწმენდი ფუნქცია: მათში მოხვედრილ მავნე ნივთიერებებს  ძირითადად მიკროორგანიზმები შლიან.

ნიადაგები გადამწყვეტ როლს თამაშობენ წყლის დაგროვებაში. ეს უნარი ამცირებს ზედაპირულ ჩამონადენს ხანგრძლივი ან ძლიერი წვიმების პერიოდებში, რითაც ამცირებს წყალდიდობის რისკს. წვიმის წყალი ნიადაგის გავლით აღწევს გრუნტის წყლებში, ამაღლებს მათ დონეს და აფართოებს სასმელი წყლის მარაგს.

ოკეანეების შემდეგ, დედამიწაზე ნახშირბადის უდიდესი სამარაგოა ნიადაგი. ის უფრო მეტ CO2-ს ინახავს, ​​ვიდრე მსოფლიოს ყველა ტყე ერთად აღებული. მდგრად სოფლის მეურნეობას შეუძლია დამატებით ორიდან ხუთ მილიარდ ტონამდე ნახშირბადის შენახვა, რაც ნიადაგებს კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაში კრიტიკულ ფაქტორად აქცევს.

ნიადაგი: რატომ არის ის ასეთი მნიშვნელოვანი ველედასთვის

ნიადაგის ეროზიის, მჟავიანობის, დატკეპნისა და ქიმიური დაბინძურების გამო, ჩვენ ყოველწლიურად მსოფლიოში 10 მილიონ ჰექტარამდე ნიადაგს ვკარგავთ. ეს სერიოზულ საფრთხეს უქმნის კლიმატის ცვლილების შერბილებას, ბიომრავალფეროვნებას და ჩვენს სასურსათო უსაფრთხოებას. ცხოველთა და მცენარეთა ჰაბიტატები საფრთხის ქვეშაა და სათბურის გაზების გამოყოფა იზრდება.

ველედას, როგორც მდგრადი განვითარების პიონერის, წინსვლა ყოველთვის ნიადაგზე ზრუნვას უკავშირდება. რადგან ის დიდ მნიშვნელობას ანიჭებს არა მხოლოდ მის მიერ გამოყენებული ნედლეულის ხარისხს, არამედ იმასაც, თუ როგორ ხდება ამ ნედლეულის მოყვანა. ველედა 100 წელზე მეტია, ნიადაგისთვის უსაფრთხო მეთოდებით აშენებს იმ მცენარეებს, რომელთაგანაც მისი პროდუქცია მზადდება. ბიოდინამიური სოფლის მეურნეობის პრინციპების გამოყენებით, ის უზრუნველყოფს ნიადაგის სიჯანსაღეს და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას.  ველედას სამკურნალო მცენარეების ბაღები სხვადასხვა კონტინენტზე: ეს არის უზარმაზარი ბიომრავალფეროვნების მქონე ტერიტორიები. ველედა ასევე წლების განმავლობაში უჭერს მხარს მდგრადი ნიადაგის პროექტებს მთელ მსოფლიოში, რათა წინააღმდეგობა გაუწიოს ნიადაგის კრიზისს. 

ყველაფერი უნდა გაკეთდეს დეგრადირებული ნიადაგების აღსადგენად, რადგან ნიადაგის დაცვით,  დავიცავთ ჩვენს საარსებო წყაროს და მომავალს.

მსგავსი სტატიები

Schönheit

მცენარეული წარმოშობის გლიცერინი

გლიცერინი ძლიერი დამატენიანებელი საშუალებაა.

იხილეთ მეტი
Beauty

მშრალი თავის კანი & ქერტლი

რისი გაკეთება შეგიძლიათ, თუ გაქვთ ქერტლი და მშრალი თავის კანი.

იხილეთ მეტი
Beauty

კოლაგენი

როგორც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ცილა და შემაერთებელი ქსოვილის მთავარი კომპონენტი, ის ჩვენი ორგანიზმის საყრდენ ჩარჩოს წარმოადგენს. თუმცა, ასაკის მატებასთან ერთად, ორგანიზმი სულ უფრო მეტ კოლაგენს შლის, ვიდრე გამოიმუშავებს, რაც ნაოჭების გაჩენას და კანის ჩამოშვებას იწვევს.

იხილეთ მეტი
ჯანმრთელობა

რა გვეხმარება სტრესის დროს?

დღეს სტრესი ყველგან და ყველაფერშია. უარყოფითი სტრესი გვაცლის ენერგიას და მისი ხანგრძლივი ზემოქმედება დამაავადებელია.

იხილეთ მეტი