ბუნება

არყის ხის ფოთლების ძალა

გაზაფხულზე არყის ხის ფესვები დიდი რაოდენობით ისრუტავენ წყალს, რაც ნორჩ ფოთლებში სასარგებლო ნივთიერებების დაგროვებას განაპირობებს.

არყის ხე (გვარი: Betula) დედამიწის ჩრდილოეთ ნახევარსფეროშია გავრცელებული. ვერცერთი ფოთლოვანი ხე ვერ უძლებს ისე სიცივეს და ყინვას, როგორც არყი. გაზაფხულზე ის ერთერთი პირველი იფოთლება და თავის მაქსიმალურ აქტივობასაც ამ დროს აღწევს: ის დღეში 70 ლ წყალს ქაჩავს მიწიდან კენწეროსკენ. მას ადამიანის მსგავსად, განსაკუთრებული მიმართება აქვს წყალთან.

ახალგაზრდული ენერგიის და განახლების სიმბოლო

არყის ხე ძალინ მოქნილი და გამძლეა. თავისი მოქნილი ტოტებით, ფართო ფოთლებითა და თეთრი ტანით ის გაზაფხულის და ახალი წამოწყებების განსახიერებაა. მისი ხასხასა მწვანე ფოთლები ასხივებენ სინათლეს, სინორჩეს და სინედლეს.

თავისი მოქნილი ტოტებით, ფართო ფოთლებითა და თეთრი ტანით არყის ხე გაზაფხულის და ახალი წამოწყებების განსახიერებაა.

გაზაფხულზე აქტიური

გაზაფხულის დადგომასთან ერთად, ბევრი ცდილობს ფორმაში ჩადგომას.

ძველი კელტებისთვის არყის ხე წმინდა, ხოლო მისი წვენი - სილამაზის სასმელი იყო. ის ასახიერებდა განახლებას და ნათელ მომავალს. მისმა მოთეთრო-მოვერცხლისფრო ქერქმა აქცია ის სინათლის ხედ. მინიშნებას მის სიწმინდეზე დღესაც ვხვდებით. მაგ. ფინურ საუნასა და რუსულ ორთქლის აბანოში დღემდე მიღებულია არყის ხის შეფოთლილი ტოტებით სხეულზე დატყაპუნება, რაც ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევას და სხეულის გაკაჟებას.

 

არყის ხის ექსტრაქტი

არყის ხის ფოთლები შეიცავს ფლავონოიდებს, საპონინებსა და ტანინებს. გაზაფხულზე, მისი ნორჩი ფოთლები განსაკუთრებით დიდი ოდენობით შეიცავს ამ ძვირფას ნივთიერებებს.

არყის ხის ქერქი სამკურნალოდ  შუა საუკუნეებიდან გამოყენება. ის შეიცავს დიდი ოდენობით ბეტულინს, ნივთიერებას, რომელიც მას თეთრ ფერს აძლევს. არყის ხის ქერქის ექსტრაქტების გამოკვლევამ დაადგინა, რომ ბეტულინი აჩქარებს ჭრილობის შეხორცებას.

არყის ხის ფოთლები შეიცავს ფლავონოიდებს, საპონინებსა და ტანინებს.

რჩევა:

არყის ხის ფოთლების ჩაის მომზადება სახლის პირობებში არ არის ძნელი. ამისათვის გაზაფხულზე დაკრიფეთ ფოთლის კვირტები და გააშრეთ მზეზე ან ღუმელში დაბალ ტემპერატურაზე. ჩაის მოსამზადებლად კი 2 ჩაის კოვზ მშრალ ფოთლებს დაასხით მდუღარე წყალი და დააყენეთ 10 წუთი.

ბუნება

რა უნდა ვიცოდეთ ნიადაგის მდგომარეობის შესახებ

ნიადაგმცოდნე დრ. ულრიხ ჰამპლი გვიხსნის, როგორ უწყობენ მიკროორგანიზმები ხელს ნიადაგის სიჯანსაღეს და როგორ შეიძლება გამოუცდელმა თვალმაც კი ამოიცნოს ჯანსაღი ნიადაგი.

იხილეთ მეტი
ბუნება

როგორ აგროვებენ ზღვაში პლასტმასის ნარჩენებს

არაკომერციული გარემოსდამცველი ორგანიზაციის "ერთი დედამიწა - ერთი ოკეანე" გემები აგროვებენ პლასტმასის ბოთლებს, პარკებს და სხვა ნაგავს ზღვიდან

იხილეთ მეტი

მსგავსი სტატიები

Health

რა იწვევს თმის ცვენას

ყოველდღიური თმის ცვენა ბუნებრივია - ეს თქვენი თმის შვიდწლიანი ციკლის ნაწილია. მაგრამ თუ კვირების განმავლობაში კარგავთ დღეში 100-ზე მეტ ღეროს, ეს შეიძლება იყოს თმის ცვენის ან ალოპეციის ნიშანი.

იხილეთ მეტი
ოჯახი

როგორ დავეხმაროთ შვილებს სტრესთან გამკლავებაში

ანტი-სტრეს-სტრატეგია, რომელიც შეიძლება დაეხმაროს თქვენს შვილს

იხილეთ მეტი