ციტრუსის კრემი (ხელისა და ფრჩხილებისთვის)

ინტენსიური მოვლა მშრალი ხელებისა და მყიფე ფრჩხილებისთვის

ინტენსიური და გამაცოცხლებელი ყოველდღიური დაცვა ხელებისთვის, რომლებსაც განსაკუთრებული მოვლა სჭირდება.

წამყვანი მცენარეები

ლიმონი

საყოველთაოდ ცნობილია, რომ ეს მჟავე ნაყოფი ფაქტიურად სავსეა C ვიტამინით.

იხილეთ მეტი

დახასიათება

დახასიათება

აღწერა

ლიმონის ხე დიდხანს ცოცხლობს და მას აქვს უნიკალური თვისება, ერთდოულად ყვავილობდეს, ნაყოფს ისხამდეს და იზრდებოდეს. ველედამ იცის, რომ ამ თვისების გამო ბიოლოგიური ლიმონი იდეალური ინგრედიენტია კრემისთვის, რომელიც კანს ერთდროულად კვებავს და აცოცხლებს. ლიმონის გამაცოცხლებელი სურნელი მთლიანად ბუნებრივია. ცხიმიანი, სქელი კრემი ხელებს გამოშრობისგან იცავს, კანს არბილებს და მყიფე ფრჩხილებს კარნაუბას ცვილითა და ლანოლინით იცავს.

უპირატესობები

არბილებს მშრალ ხელებს და იცავს მყიფე ფრჩხილებს. ბუნებრივი ნედლი სურნელით. დერმატოლოგიურად შემოწმებულია, არ შეიცავს სინთეზურ კონსერვანტებს, არომატიზატორებსა და საღებავებს, არც ნავთობიდან მიღებულ ნედლეულს.

+34%

ზრდის კანის ტენიანობას*

*ტესტი 28 დღის მერე

საერთაშორისო ხარისხის ნიშანი: NaTrue

“ნატურალური კოსმეტიკა” ყოველთვის 100% ნატურალური არ არის. NaTrue არის ხარისხის საერთაშორისოდ აღიარებული პირველი ნიშანი ბიოლოგიური და ბუნებრივი კოსმეტიკისთვის. მისმა დაწესებამ არსებული ნიშნების „ჯუნგლებში“ სიხცადე შეიტანა. ყოველი პროდუქტი, რომელიც NaTrue ნიშანს ატარებს, უმაღლესი სტანდარტების შესაბამისია.

Organic

ეს ეტიკეტი იძლევა გარანტიას, რომ ველედა იყენებს ბიო-მეურნეობიდან მოწეულ მაღალხარისხოვან, სერთიფიცირებულ  ნედლეულს.

შემადგენლობა

შემადგენლობა

ლიმონის ქერქის ეთერზეთი

Citrus Limon (Lemon) Peel Oil

ლიმონის ქერქის  ეთერზეთი სხვა ბუნებრივი ეთერზეთების მსგავსად არომატიზატორად გამოიყენება.

ტკბილი ნუშის ზეთი

Prunus Amygdalus Dulcis (Sweet Almond) Oil

ნუშის დახვეწილი და მსუბუქი ზეთი ძალიან კარგად უთავსდება კანს და იდეალურია მგრძნობიარე, გაუხეშებული, ქერცლიანი და მშრალი კანისთვის. ნუშის ზეთის გამოყენება შეიძლება ჩვილისა და ბავშვის კანის მოსავლელად. ის დიდი რაოდენობით შეიცავს უჯერ ცხიმმჟავებს, როგორიცაა ოლეინმჟავა და ლინოლმჟავა.

არ შეიცავს სინთეზურ კონსერვანტებს, არომატიზატორებსა და საღებავებს, არც ნავთობიდან მიღებულ ნედლეულს.

გამოყენების წესი

გამოყენების წესი

დაბანის მერე, მცირე ოდენობით კარგად შეიზილეთ ხელებზე და ფრჩხილების ძირებში.