ლავანდის ტანის ზეთი
ლავანდის ბუნებრივი ეთერზეთი - საჩუქარია არომათერაპიისთვის, სასარგებლო როგორც კანის, ისე გრძნობებისა და სამშვინველისთვის. სიმშვიდისა და სიმყუდროვის კლასიკური სურნელი მშვიდი ძილის გარანტია.
წამყვანი მცენარეები

დახასიათება
აღწერა
თუ თქვენ საჩუქარს ეძებთ მათთვის, ვისაც ბუნებაში განტვირთვა უყვარს, ლავანდის ტანის ზეთი ნამდვილად საუკეთესო არჩევანია. სურნელით, რომელიც დაუყოვნებლად გავიწყებთ სტრესს და სიმშვიდისა და კეთილდღეობის შეგრძნებას ბადებს. ლავანდის ზეთი აქ ნუშისა და სეზამის მსუბუქ ბიოლოგიურ ზეთებთანაა კომბინაციაში, რომ კანმა ადვილად შეიწოვოს. იდეალურია დატვირთული დღის შემდეგ, ჭეშმარიტად მშვიდი ძილის ხელშესაწყობად ან, მაგალითად, გამოცდების შემდეგ ძალების აღსადგენად. შეიზილეთ, ღრმად ჩაისუნთქეთ და მოდუნდით.
უპირატესობები
ამშვიდებს, განტვირთავს, ჰარმონიაში მოჰყავს. აუმჯობესებს კანის ტენიანობას, ხოლო უჯერი ცხიმმჟავების მაღალი შემცველობა კანს არბილებს და ანაზებს. არ შეიცავს სინთეზურ კონსერვანტებს, არომატიზატორებსა და საღებავებს, არ შეიცავს ნავთობიდან მიღებულ ნედლეულს.
გაიზარდა კანის ტენიანობა*
კანი გადაიტკიცა*

საერთაშორისო ხარისხის ნიშანი: NaTrue
“ნატურალური კოსმეტიკა” ყოველთვის 100% ნატურალური არ არის. NaTrue არის ხარისხის საერთაშორისოდ აღიარებული პირველი ნიშანი ბიოლოგიური და ბუნებრივი კოსმეტიკისთვის. მისმა დაწესებამ არსებული ნიშნების „ჯუნგლებში“ სიხცადე შეიტანა. ყოველი პროდუქტი, რომელიც NaTrue ნიშანს ატარებს, უმაღლესი სტანდარტების შესაბამისია.

ნიშანი Vegan
ნიშანი Vegan ვიზუალურად გამოარჩევს პროდუქტებს, რომლებიც არ შეიცავს ცხოველური წარმოშობის არცერთ ინგრედიენტს. Weleda-ს ყველა კოსმეტიკური პროდუქტის და საკვები დანამატის მოხმარება დასაშვებია ვეგეტარიანელებისთვის, რომლებიც უარს ამბობენ ხორცსა და თევზზე.
შემადგენლობა
შემადგენლობა

ლავანდის ეთერზეთი
ლავანდის ეთერზეთი ლავანდის ნედლი საგველადან მიიღება. სხვა ბუნებრივ ეთერზეთებთან ერთად არომატიზაციისთვის გამოიყენება.

ტკბილი ნუშის ზეთი
ნუშის დახვეწილი და მსუბუქი ზეთი ძალიან კარგად უთავსდება კანს და იდეალურია მგრძნობიარე, გაუხეშებული, ქერცლიანი და მშრალი კანისთვის. ნუშის ზეთის გამოყენება შეიძლება ჩვილისა და ბავშვის კანის მოსავლელად. ის დიდი რაოდენობით შეიცავს უჯერ ცხიმმჟავებს, როგორიცაა ოლეინმჟავა და ლინოლმჟავა.
თავისუფალია სინთეზური კონსერვანტების, არომატიზატორებისა და საღებავებისაგან, არ შეიცავს ნავთობიდან მიღებულ ნედლეულს.
ნედლეული
ნედლეული

ლავანდი
პატარა მოლდოვა მადლიანი კუთხეა თბილი, მშრალი კლიმატითა და შავმიწა ნიადაგით, რაც იდეალური კლიმატია ლავანდისთვის, რომელიც ველედას 50 პროდუქტში გამოიყენება.
იხილეთ მეტი