ზეთი მეძუძური დედებისთვის

ძუძუთი კვებამდე მკერდის მასაჟისთვის, გათბობისა და სტიმულირებისთვის
მკერდის სამასაჟე ზეთი ააქტიურებს მკერდის სისხლით მომარაგებას, ათბობს მას და უხსნის დაჭიმულობას.

აღწერა

ველედას მკერდის სამასაჟე რბილი ზეთი 100% ნატურალური კომპოზიციაა, რომელიც დამზადებულია დამამშვიდებელ ნუშის ზეთზე. მასაჟი ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევას, მკერდის დათბობას და ამშვიდებს მკერდში დაძაბულობის შეგრძნებას. მკერდის სამასაჟე ზეთის ეთერზეთების ნარევი მორგებულია დედის განსაკუთრებულ საჭიროებებზე. ის ხსნის დაღლილობას, ამასთანავე აქვს დამამშვიდებელი და განმტვირთავი ეფექტი. ამას გარდა, მაიორანის, დიდი კამისა და კვლიავის ბუნებრივი ეთერზეთები ტრადიციულად რძის წარმოქმნის სტიმულირებისთვის გამოიყენება, ხოლო მკერდის მასაჟი რძის თავისუფალ დენას უწყობს ხელს და ხსნის დაძაბულობას მკერდში ორსულობის დროს. მოემზადეთ ძუძუთი კვებისთვის და დაიწყეთ რეგულარული, მსუბუქი მასაჟი ორსულობის 38-ე კვირიდან.
  • დაძაბულობას უხსნის და ამშვიდებს დაჭიმულ მკერდს
  • იდეალურია ჰარმონიული ძუძუთი კვების მოსამზადებლად და მხარდასაჭერად
  • 100% ნატურალურია
  • კანის ტოლერანტობა დერმატოლოგიურად დადასტურებული, მათ შორის მგრძნობიარე კანის შემთხვევაში.
  • შექმნილია ფარმაცევტებთან და ბებიაქალებთან ერთად

ეფექტურობა

შემადგენლობა

INCI
სრული შემადგენლობა
ტკბილი ნუშის ზეთი
სეზამის ზეთი
ჟოჟობას (უნაბის) თესლის ზეთი
სურნელი
ლიმონენი
ლინალოოლი
გერანიოლი
* ორგანული ინგრედიენტი

გამოყენების წესი

დაწყებული ორსულობის 38-ე კვირიდან დღეში რამდენჯერმე მცირე წრიული მოძრაობებით შეიზილეთ ორივე ძუძუზე. მოარიდეთ კერტებს და არ გამოიყენოთ უშუალოდ ძუძუთი კვების წინ.