აღწერა
თმის მკვებავი ზეთი როზმარინით ინტენსიურად კვებავს მშრალ თმასა და გაყოფილ ბოლოებს. როზმარინის გამამხნევებელი ეთერზეთი, წითელი სამყურასა და ოროვანდის ფესვის ექსტრაქტები ღრმა კონდიცირებას განაპირობებს, რის გამოც თმა უფრო დამყოლი და ელასტიური ხდება. არაქისის ზეთი კი არბილებს და ამშვიდებს სკალპს. ხვეული თმა აღარ იწეწება და უკეთ იხვევა. თუ ხშირად გიწევთ მზეზე ან ქარში ყოფნა ზეთი ხელის გულზე დაიწვეთეთ და თმაში შეიზილეთ. რაოდენობა ისე განსაზღვრეთ, რომ თმა ზედმეტად არ გააცხიმიანოთ. ზეთი რეკომენდებულია შეღებილი და დაფერილი თმისთვისაც.
- თმას ინტენსიურად უვლის თავის კანის გაღიზიანების გარეშე.
- მატებს თმას ბზინვარებას, აღადგენს გაყოფილ ბოლოებს, თმა მოქნილი და აბრეშუმივით ნაზი ხდება.
- არ შეიცავს სილიკონებს
- განკუთვნილია როგორც ქალების, ისე მამაკაცებისთვის.
- არ შეიცავს სინთეზურ კონსერვანტებს, არომატიზატორებს, საღებავებს და ნავთობიდან მიღებულ ნედლეულს.
შემადგენლობა
INCI | სრული შემადგენლობა |
|---|---|
არაქისის ზეთი | |
სამყურას ყვავილის ექსტრაქტი | |
სურნელი | |
ოროვანდის ფესვის ექსტრაქტი | |
როზმარინის ფოთლის ეთერზეთი | |
ლიმონენი | |
ლინალოოლი | |
გერანიოლი | |
კუმარინი |
* ორგანული ინგრედიენტი
გამოყენების წესი
დაიტანეთ რამდენიმე წვეთი მშრალ ან ნოტიო თმაზე და დაივარცხნეთ ჯაგრისით ან სავარცხლით. შეიზილეთ თმის გაყოფილ ბოლოებზე ან გამოიყენეთ დამამშვიდებელი მასაჟისთვის, რომელიც თავის კანს საკვები ნივთიერებებით უზრუნველყოფს.




