ფეხის ბალზამი

აცოცხლებს და არბილებს ტერფის გამომშრალ კანს
ფეხის სიმშრალე, ქერცლიანობა და არასასურველი სუნი ქრება ბალზამის სწრაფი შეწოვის მერე

აღწერა

ჩვენ ფახით მთელი ცხოვრების მანძილზე გავდივართ მანძილს, რომელიც 4-ჯერ შემოგვატარებდა დედამიწის გარშემო. ველედას ფეხის ბალზამით ტერფები მუდამ კარგად მოვლილი გექნებათ. მის ცოცხალ სურნელს ლიცეა კუბებას, ლავანდისა და როზმარინის ეთერზეთები განაპირობებს, რასაც მურის შემკვრელი ექსტრაქტის მადეზოდორირებელი თვისებები ავსებს. დამამშვიდებელი კალენდულა და ბიოლოგიური ზეითუნის ზეთი გაუხეშებულ კანს არბილებს, ხოლო კაოლინის თიხა სასიამოვნო სიგლუვეს უზრუნველყოფს. რჩევა: დროდადრო გაიკეთეთ ფეხის აბაზანა ველედას წიწვის აბაზანით და შემდეგ ნაზად შეიზილეთ ტერფებზე ფეხის ბალზამი.
  • აგლუვებს, არბილებს, აცოცხლებს და ხელს უშლის უსიამოვნო სუნის წარმოქმნას.
  • დერმატოლოგიურად გამოცდილია.
  • არ შეიცავს სინთეზურ კონსერვანტებს, არომატიზატორებსა და საღებავებს, არ შეიცავს ნავთობიდან მიღებულ ნედლეულს.

შემადგენლობა

INCI
სრული შემადგენლობა
წყალი
სპირტი
ზეითუნის ზეთი
მატყლის ცხიმი (ლანოლინი)
მაგნიუმალუმინსილიკატი
მურის ფისის ექსტრაქტი
ფუტკრის ცვილის ჰიდროლიზატი
ფუტკრის ცვილის საპონი
კალენდულას ექსტრაქტი
სურნელი
ლიმონენი
ლინალოოლი
ციტრონელოლი
გერანიოლი
ციტრალი
კუმარინი
* ორგანული ინგრედიენტი

გამოყენების წესი

აბაზანის მიღების შემდეგ, შეიზილეთ სუფთა ფეხის გულებსა და ქუსლებზე. ეფექტის გასაზრდელად, ჩაიცვით თხელი ბამბის წინდები და ისე დაიძინეთ