ველედას ნედლეული


ველედა ვალდებულია უზრუნველყოს ნედლეულის ეთიკურად მოპოვება.


Weleda Group·6/10/2026

პროდუქციისთვის ნედლეულის ეთიკური გზით მოპოვება ველედათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ამიტომ, 2011 წლიდან ის ეთიკური ბიოვაჭრობის კავშირის წევრია.

ველედას მიწოდების ჯაჭვი მდგრადი და სამართლიანია

ველედას კანის მოსავლელი ნატურალური პროდუქტების შეძენით, თქვენ ხელს უწყობთ ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას და ადამიანების კეთილდღეობას. ველედა უზრუნველყოფს, რომ ნედლეული მოყვანილი იყოს არა მხოლოდ ორგანულად ან ბიოდინამიურად, არამედ იმასაც, რომ ფერმერსაც და მოსავალსაც სამართლიანად და პატივისცემით მოეპყრონ. როგორც ეთიკური ბიოვაჭრობის კავშირის (UEBT) წევრი, ველედა იცავს ორგანიზაციის მიერ დადგენილ მკაცრ სოციალურ, ეკონომიკურ და ეკოლოგიურ კრიტერიუმებს. მის მიერ განსაზღვრული ღირებულებები როგორც ადამიანების, ასევე პლანეტის საკეთილდღეოდ არის მოწოდებული.

ველედა ერთგულია მდგრადი მომარაგების მიმართ

ველედას სერტიფიცირებული ნედლეულის 80 პროცენტზე მეტი სერტიფიცირებული ორგანული მეურნეობიდან და, შესაძლებლობის შემთხვევაში, ბიოდინამიური მეურნეობიდანაა მოპოვებული. ის ყოველწლიურად ცდილობს ამ პროცენტის გაზრდას სერტიფიცირებულ ორგანულ მწარმოებლებთან ახალი პარტნიორობისა და ახალი ორგანული და ბიოდინამიური კულტივაციის პროექტების მეშვეობით. ველედა ასევე დიდ ყურადღებას აქცევს ინგრედიენტების ხარისხს. მისი ბუნებრივი კოსმეტიკისა და პრეპარატებისთვის გამოყენებული მცენარეების უმეტესობა საკუთარ ბაღებში მოჰყავს. დანარჩენ ნედლეულს ასევე დიდი ხნის პარტნიორებისგან იღებს.

„ველედას მიზანია, თავის სფეროში იყოს ეთიკური და მდგრადი მომარაგების სამაგალითო კომპანია.”

ეთიკური მოპოვება ერთერთი უმთავრესი პრიორიტეტთაგანია

ველედა 2011 წლიდან ეთიკური ბიოვაჭრობის კავშირის (UEBT) სრულუფლებიანი წევრია. ამ არაკომერციული ორგანიზაციის მიზანია წვლილი შეიტანოს ისეთი სამყაროს ჩამოყალიბებაში, სადაც ადამიანების კეთილდღეობა და ბიომრავალფეროვნება მდგრადი იქნება. არაკომერციული ორგანიზაცია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით შეიქმნა. ის მჭიდრო პარტნიორობას ინარჩუნებს გაეროს ისეთ ორგანიზაციებთან, როგორიცაა ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონვენცია (CBD) და გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენცია (UNCTAD).

UEBT სტანდარტის 7 პრინციპი

  1. ბიომრავალფეროვნების დაცვა
  2. ბიომრავალფეროვნების მდგრადი გამოყენება
  3. ბიომრავალფეროვნების გამოყენებით მიღებული სარგებლის სამართლიანი და თანაბარი განაწილება
  4. სოციალურ-ეკონომიკური მდგრადობა (პროდუქტიული, ფინანსური და საბაზრო მართვა)
  5. ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობის დაცვა
  6. ბიოვაჭრობის საქმიანობაში ჩართული მხარეების უფლებების პატივისცემა
  7. მიწის საკუთრების, გამოყენების უფლებისა და ბუნებრივ რესურსებზე წვდომის სიცხადე ველედას მიზანია ბიომრავალფეროვნების მაქსიმალურად შენარჩუნება და მდგრადი გამოყენება მცენარეების მოყვანის, მოსავლის აღების და შემდგომი დამუშავების დროს. ყველა კულტივაციის პარტნიორის მიმართ სამართლიანი მოპყრობა, ადამიანის და შრომითი უფლებების დაცვა და საზოგადოების განვითარების ხელშეწყობა.