UEBT

ველედას აქტივობა მოსახლეობის კეთილდღეობის და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისთვის

ველედას მიზანია წვლილი შეიტანოს ისეთი სამყაროს ჩამოყალიბებაში, სადაც ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობა და ბიომრავალფეროვნება მდგრადი იქნება. ის ეთიკური ბიოვაჭრობის კავშირის (UEBT) წევრია, რადგან აქტიურია ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისა და მდგრადი გამოყენების - მცენარეთა მოყვანის, მოსავლის აღებისა და შემდგომი გადამუშავების - სფეროში. მისთვის მნიშვნელოვანია, რომ მიწოდების ჯაჭვში ჩართულ ყველა მხარეს სამართლიანად მოეპყროს და უზრუნველვყოს მათი სამართლიანი ანაზღაურება.

რას ნიშნავს UEBT-ის ბეჭედი: „ეთიკური გზით მოპოვება“?

ველედა 2011 წლიდან ეთიკური ბიოვაჭრობის კავშირის (UEBT) წევრია. ეს დამოუკიდებელი და გლობალურად აქტიური ორგანიზაცია ხელს უწყობს ბუნებრივი ნედლეულის ეთიკურ მოპოვებას. ეთიკური შესყიდვების მისი ამბიციური სტანდარტი მხარს უჭერს მდგრად ეკონომიკურ ზრდას, ადგილობრივ განვითარებას და ბიომრავალფეროვნების დაცვასა და მდგრად გამოყენებას.

ბიოვაჭრობის ეთიკური კავშირის წევრობა ველედას მომხმარებლებს არწმუნებს, რომ ველედა ზრუნავს ადგილობრივ მოსახლეობაზე და ბიომრავალფეროვნებაზე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ის ზრუნავს ნიადაგზე, მიკროორგანიზმებზე, წყალზე, ჰაერზე, მცენარეებზე, ცხოველებზე და ველედას ნედლეულის მწარმოებლებზე.

 

 

როგორ დავიცვათ ჰაბიტატები, რომლებიც ჩვენი ნედლეულის წყაროა?

ჰაბიტატებისა და ბუნებრივი ტერიტორიების დაცვა მხოლოდ ადგილობრივ თემებთან თანამშრომლობით არის შესაძლებელი.

მხოლოდ ერთობლივი მუშაობა უზრუნველყოფს, რომ მათი ჰაბიტატები არ იქნას ექსპლუატირებული, არამედ იყოს მდგრადი და დაცული.

UEBT სტანდარტი 7 პრინციპს ეფუძნება:

  1. ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება
  2. ბიომრავალფეროვნების მდგრადი გამოყენება
  3. ბიომრავალფეროვნებიდან მიღებული სარგებლის სამართლიანი და თანაბარი განაწილება კომპანიებსა და ადგილობრივ თემებს შორის
  4. ბუნებრივი ინგრედიენტების  წარმოშობის მიკვლევის შესაძლებლობა
  5. ეროვნული და საერთაშორისო რეგულაციების დაცვა
  6. თანამშრომლებისთვის სამართლიანი სამუშაო პირობები და ადგილობრივი საკვების უვნებლობის უზრუნველყოფა
  7. მიწის მიტაცების პრევენცია და უკანონო მიწის გამოყენების თავიდან აცილების ზომები
აყვავებული როზმარინი

რა არის UEBT სტანდარტი?

UEBT წარმოადგენს ბუნებრივი რესურსებით ეთიკური ვაჭრობის გლობალურად აღიარებულ სტანდარტს. ეს არაკომერციული ორგანიზაცია შეიქმნა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის (CBD) და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის (UNCTAD) ინიციატივით.

რატომ UEBT სტანდარტი?

UEBT სტანდარტი მოიცავს სოციალურ, გარემოსდაცვით და ეკონომიკურ ასპექტებს. ამ სტანდარტების დაცვით, ველედა აქტიურად უწყობს ხელს ეკოსისტემების მრავალფეროვნების დაცვას. ამით უზრუნველყოფს ცხოველებისა და მცენარეების ჰაბიტატების და ადგილობრივ მოსახლეობის ღირსეული და ჯანსაღი ცხოვრების წესით წარმართვას. ველედა იცავს ჩვენი სამყაროს ბუნებრივ რესურსებს, რათა უზრუნველვყოს მომავალი თაობებისთვის მდგრადი საარსებო წყარო.

UEBT-ის შვიდი სახელმძღვანელო პრინციპის საფუძველზე, ველედამ შეიმუშავა კითხვების კატალოგი და რისკების მართვის სისტემა, რომლებიც განუყოფელი ნაწილია მისი ნედლეულის მომწოდებლების კვალიფიკაციის ამაღლების პროცესისა. ეს პროცესი მოიცავს ისეთ ზომებს, როგორიცაა ადგილზე ვიზიტები და  აუდიტის ჩატარება.

რა კეთდება ბიომრავალფეროვნების შესანარჩუნებლად?

სულ უფრო მეტი მომხმარებელი შეგნებულად ირჩევს Weleda-ს ნატურალურ კოსმეტიკას. მზარდი მოთხოვნა საშუალებას აძლევს მას, რომ თავისი მიწოდების მთელ ჯაჭვში უფრო მეტი დადებითი გავლენა მოახდინოს ადგილობრივ მოსახლეობაზე და ბიომრავალფეროვნებაზე. ველედას წევრობა UEBT-ში მნიშვნელოვანი წვლილია ამ ძალისხმევაში. მისი ხედვაა, რომ სულ უფრო მეტმა კომპანიამ აირჩიოს ეთიკური შესყიდვების ეს გზა.

სასოფლო-სამეურნეო მენეჯმენტის ინიციატივების მეშვეობით, ველედა აქტიურია მთელ მსოფლიოში, სადაც მცენარეული ნედლეული მოჰყავთ. ისეთ სფეროებში, როგორიცაა ნიადაგის ჯანმრთელობა, ბიომრავალფეროვნება და სოციალური ვალდებულება, ის მოქმედებს როგორც ადგილობრივი მოთამაშე და იღებს პასუხისმგებლობას.

მსგავსი სტატიები

ველედას ნედლეული

პროდუქციისთვის ნედლეულის ეთიკური გზით მოპოვება ველედათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

იხილეთ მეტი

ველედა ზრუნავს ბიომრავალფეროვნებაზე მთელ მსოფლიოში

ბუნებრივი კოსმეტიკისა და ფარმაცევტული პროდუქტების წარმოების თითოეულ ეტაპზე ველედა ფრთხილად ეპყრობა დედამიწის რესურსებს − დაწყებული თესლიდან, რომელსაც თესავს. ამით ველედა იცავს ბიომრავალფეროვნებას და ზრუნავს ნიადაგის სიჯანსაღეზე მთელ მსოფლიოში.

იხილეთ მეტი

რას ნიშნავს მდგრადობა ველედასთვის

მდგრადობა ველედას იდენტობის ნაწილია. მისი წამლები და ბუნებრივი კოსმეტიკა მხოლოდ თქვენზე არ ზრუნავს. ველედა ცდილობს ბიზნესი უფრო მეტად მომავალზე ორიენტირებული გახადოს და კლიმატის მდგრადობაზე იზრუნოს.

იხილეთ მეტი

როგორ ცვლის ველედა მსოფლიოს

ველედა ახლა უკვე სერტიფიცირებული B კორპორაციაა. ამ ინტერვიუში ველედას მდგრადობის განყოფილების ხელმძღვანელთან, დოქტორ სტეფან სიმერთან, ვსაუბრობთ სერტიფიცირების პროცესზე, B Lab. ორგანიზაციის მაღალ სტანდარტებზე და მიზეზებზე, რამაც მიიყვანა ველედა ამ ნაბიჯის გადადგმისკენ.

იხილეთ მეტი