აღწერა
ეს რბილი ბალზამი პირის ღრუს რეგულარული კომპლექსური მოსავლელი საშუალებაა. რათანიას ფესვის ექსტრაქტი ამაგრებს მგრძნობიარე ღრძილებს და სისხლდენისა და ანთებითი კერების წარმოქმნას უშლის ხელს. სალბისა და გვირილას ექსტრაქტები ღრძილების რეგენერაციას და გაჯანსაღებას უწყობს ხელს. ბუნებრივი ეთერზეთები კი პირის ღრუში სასიამოვნო სიგრილისა და სისუფთავის შეგრძნებას ტოვებენ.
შემადგენლობა
INCI | სრული შემადგენლობა |
|---|---|
წყალი | |
სპირტი | |
გლიცერინი | |
ქსანთანი | |
სალბის ფოთლის ექსტრაქტი | |
გვირილის ყვავილის ექსტრაქტი | |
კრამერიას ფესვის ექსტრაქტი | |
მურის ფისის ექსტრაქტი | |
ლაქტოზა - რძის შაქარი | |
ცხენისწაბლის ქერქის ექსტრაქტი | |
კალციუმის ფთორიდი | |
მაგნიუმის სულფატი | |
გემო-არომატი | |
ლიმონენი | |
ლინალოოლი |
* ორგანული ინგრედიენტი
გამოყენების წესი
სალბის ღრძილების ბალზამი კბილების ყოველი გაწმენდის შემდეგ 1-2 წუთის განმავლობაში ფრთხილად შეიზილეთ ღრძილებში რბილი ჯაგრისით ან თითით. 15 წუთის განმავლობაში არ გამოივლოთ წყალი და არ მიიღოთ საკვები. პროტეზით გაღიზიანებული ღრძილებისა და პირის ღრუს ლორწოვანი გარსის მოსავლელად, გაწმენდილ პროტეზს, მოხმარების წინ, თხლად წაუსვით ეს ბალზამი. ის პროტეზს არ აწებებს.

