აღწერა
სამკურნალო ტუხტის ახალი MED სერიის 3-1-ში გამწმენდი ბალზამი ფრთხილად ასუფთავებს ჩვილის მგრძნობიარე და ეგზემისკენ მიდრეკილ კანს და თმას. უსაპნო შემადგენლობა, გამდიდრებული 30% დამატენიანებელი და მკვებავი ინგრედიენტებით, წმენდასთან ერთად ლიპიდებით ამარაგებს კანს და იცავს გამოშრობისგან. ამცირებს დაავადების სიმძიმეს და აძლიერებს კანის ბარიერულ ფუნქციას. გამდიდრებულია მცენარეული, ბიოაქტიური ინგრედიენტების კომბინაციით, ის შეიცავს ბუნებრივი ზეთებიდან მიღებულ აუცილებელ ომეგა-3 და ომეგა-6 ცხიმოვან მჟავებს და სამკურნალო ტუხტის ფოთლიდან მიღებულ ტენიანობის შემაკავებელ ბიომოლეკულებს. ჰიპოალერგენული შემადგენლობა ალერგიის რისკის მინიმუმამდე შესამცირებლად შემუშავებულია არომატიზატორებისა და ცნობილი კონტაქტური ალერგენების გარეშე. ECARF-ის მიერ არის სერთიფიცირებული.
- ფრთხილად ასუფთავებს თმას და კანს.
- უალკოჰოლო და უსურნელო
- ველედას მცენარეული ბიოაქტიური ნივთიერებების ნაზავი სამკურნალო ტუხტის სერიის პროდუქტების ეფექტურობას განაპირობებს
- პრებიოტიკი ოლიგოფრუქტანები – ხელს უწყობს ქავილის შემცირებას და ჯანსაღი მიკრობიომის შენარჩუნებას
- შეუცვლელი ომეგა-3 და ომეგა-6 ცხიმოვანი მჟავები ბუნებრივი ზეთებიდან – კვებავს და აძლიერებს კანის დამცავ ბარიერს
- პოლისაქარიდები – ტენის შემაკავებელი ბიომოლეკულები სამკურნალო ტუხტის ფოთლებიდან ამშვიდებს მგრძნობიარე კანს
- სერტიფიცირებულია ალერგიის კვლევის ევროპული ცენტრის (ECARF) მიერ, ჰიპოალერგენული შემადგენლობა ალერგიის რისკის მინიმუმამდე შესამცირებლად შემუშავებულია არომატიზატორებისა და ცნობილი კონტაქტური ალერგენების გარეშე
- კანთან თავსებადობა დადსტურებულია დერმატოლოგიურად, მათ შორის, ძალიან მგრძნობიარე კანისთვის
- ჰიპოალერგენი
- pH ნეიტრალური
- 100% ბუნებრივი
ეფექტურობა
შემადგენლობა
INCI | სრული შემადგენლობა |
|---|---|
წყალი | |
გლიცერინი | |
ქოქოსის ცხიმი | |
კოკო-გლუკოზიდი | |
პენტილენ გლიკოლი | |
დინატრიუმ კოკოილ გლუტამატი | |
რძემჟავა | |
ქსანთანი | |
ტკბილი ნუშის ზეთი | |
სამკურნალო ტუხტის ფოთლის ექსტრაქტი | |
ენოთერას ზეთი | |
ჩვეულებრივი კანაფის თესლის ზეთი | |
კარაგენანი | |
ნატრიუმის კოკოილგლუტამატი | |
გლიცერილ ოლეატი | |
გლიცერილ კაპრილატი | |
ნატრიუმ კაპროილი/ლაუროილ ლაქტილატი | |
კალიუმის სორბატი |
* ორგანული ინგრედიენტი
გამოყენების წესი
გამოდგება ჩვილებისთვის, რომლებსაც აქვთ ძალიან მგრძნობიარე, ატოპიური კანი. წაუსვით ბავშვს სახისა და სხეულის ნოტიო კანზე, ასევე თმაზე. ააქაფეთ, ჩამობანეთ და ფრთხილად გაუმშრალეთ კანი.







