აღწერა
ზეთის ფუძაზე დამზადებული ახალი ფორმულა ფიტო - გლიცერინით და სამფერა იის, ბიო-კალენდულასა და გვირილას ექსტრაქტებით ფრთხილად ასუფთავებს კანს და ავსებს წმენდის დროს დაკარგულ ლიპიდებს. არ ქაფდება და ადვილად ჩამოიბანება. ეს უნიკალური პროდუქტი, წყალთან შეხებისას გელიდან რძისებრ ემულსიად გარდაიქმნება და საფუძვლიანად აშორებს ჭუჭყს, მტვერს და მსუბუქ მაკიაჟს (არა წყალგაუმტარი). ის წასმისთანავე ამსუბუქებს მშრალი კანისთვის ჩვეულ დაჭიმულობისა და ქავილის შეგრძნებას. ხსნის მთელი დღის სტრესს და სასიამოვნო სირბილის შეგრძნებას ტოვებს.
- ღრმად წმენდს და აღადგენს კანს;
- ინარჩუნებს ჰიდროლიპიდურ ბალანსს;
- ეფექტურად აშორებს მაკიაჟს და ჭუჭყს;
- არბილებს კანს;
- შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც მკვებავი სახის ნიღაბი;
- დერმატოლოგიურად შემოწმებულია
- ვეგანური
შემადგენლობა
INCI | სრული შემადგენლობა |
|---|---|
მზესუმზირას ზეთი | |
გლიცერინი | |
იზოამილ ლაურატი | |
ბეტაინი | |
საქაროზას სტეარატი | |
სამფერა იის (იაჟუჟუნას) ექსტრაქტი | |
როზმარინის ფოთლის ექსტრაქტი | |
გვირილის ყვავილის ექსტრაქტი | |
კალენდულას ექსტრაქტი | |
სპირტი | |
წყალი | |
პენტილენ გლიკოლი | |
სურნელი | |
ლიმონენი | |
ლინალოოლი | |
ბენზილ ბენზოატი | |
ციტრალი | |
გერანიოლი |
* ორგანული ინგრედიენტი
გამოყენების წესი
მცირე რაოდენობა გაათბეთ მშრალ ხელებზე და წაისვით სახეზე, კისერზე და დეკოლტეზე. შემდეგ წყალი ნაზად შეაზილეთ და ჩამოიბანეთ. მკვებავი ნიღბისთვის: წაისვით თხელ ფენად, გაიჩერეთ 10 წუთი და შემდეგ ჩამოიბანეთ. ბოლოს წაისვით სქინ ფუდის მკვებავი დღის ან ღამის კრემი.





