აღწერა
ცელულიტი ბუნებრივად ვითარდება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას არ უნდა ებრძოლოთ! ველედას არყის ხის ზეთი ცელულიტის წინააღმდეგ 100% ბუნებრივი საშუალებაა. ის ძვირფასი მცენარეული ინგრედიენტების დახმარებით ებრძვის ცელულიტს. არყის ხის ნორჩი ფოთლების, როზმარინისა და თაგვისარას ექსტრაქტები კანის მეტაბოლიზმს ააქტიურებს. ფუძე-ზეთები, როგორიცაა ვიტამინებით მდიდარი ხორბლის ღივის ზეთი და ჟოჟობას ზეთი ტენის შენარჩუნებას უწყობს ხელს. გრეიფრუტისა და კვიპაროსის ეთერზეთები კი გამაცოცხლებელ სურნელს ანიჭებს მას - ამ ზეთში ყველაფერი კონკრეტულ მიზანს ემსახურება. და შედეგიც სახეზეა!
- სასიამოვნო მომჟავო-ცინცხალი არომატის მქონე ზეთით რეგულარული მასაჟით, დაბალანსებულ დიეტასთან და ვარჯიშთან ერთად:
- კანი იძენს ელასტიურობას
- ის შესამჩნევად უფრო გლუვი და მკვრივი ხდება.
- ცელულიტი მცირდება.
ეფექტურობა
შემადგენლობა
INCI | სრული შემადგენლობა |
|---|---|
გარგარის თესლის ზეთი | |
ჟოჟობას (უნაბის) თესლის ზეთი | |
ხორბლის ღივის ზეთი | |
სურნელი | |
არყის ხის ფოთლის ექსტრაქტი | |
თაგვისარას ფესვის ექსტრაქტი | |
როზმარინის ფოთლის ექსტრაქტი | |
ლიმონენი | |
ლინალოოლი | |
ციტრონელოლი | |
გერანიოლი | |
ციტრალი |
* ორგანული ინგრედიენტი
გამოყენების წესი
წაისვით ზეთი წრიულად ბარძაყებზე, თეძოებზე და საჯდომზე, დღეში 2-ჯერ ერთი თვის მანძილზე. სისხლის მიმოქცევის გასაძლიერებლად გამოიყენეთ ჯაგრისით მასაჟი და წყლის კონტრასტული პროცედურები.








