აღწერა
ველედას ჩაის ეს ახალი ნაკრები სარძევე ჯირკვლებში ნივთიერებათა ცვლის პროცესს ასტიმულირებს, რძის დენას აადვილებს, ხსნის დაძაბულობას და შებერილობას როგორც დედებში ისე ჩვილებში. მის შემადგენლობაშია ბიო-ხარისხის მცენარეები, რომლებიც ნაზ არომატს აძლევენ: ულუმბო, გვირილა, კვლიავი, ვერბენა, ლიმონის სორგო, ჭინჭარი და მარმუჭი. ჩაი წყურვილს კლავს და ცივად, დატკბობის გარეშეც სასიამოვნო დასალევია. რეკომენდებულია დღეში 3 ფინჯანი ჩაის დალევა.
- ხელს უწყობს სითხის მიღების დაბალანსებას და ამით რძის ბუნებრივ გამომუშავებას
- გემრიელი, გამაცოცხლებელი გემოთი
- შემოწმებულია მავნე ნივთიერებების შემცველობაზე
- არ შეიცავს არომატიზატორებს, როგორც განსაზღვრულია კანონმდებლობით.
- არ შეიცავს შაქარს
შემადგენლობა
INCI | სრული შემადგენლობა |
|---|---|
შამბალილა, ულუმბო | |
კვლიავი (ძირა) | |
ლიმონის ვერბენა (ლიპია) | |
გვირილა |
* ორგანული ინგრედიენტი
გამოყენების წესი
მოათავსეთ ერთი პაკეტი 200 მლ ახალადუღებულ წყალში და გააჩერეთ 5 წუთი.მიიღეთ დღეში 3 ფინჯანი ჩაი ძუძუთი კვების მთელი პერიოდის განმავლობაში.









