სილამაზე

სახის მოვლის დილის და ღამის რუტინა

გადატკეცილი და ჯანსაღი კანისთვის

ველედას გამამკვრივებელი სახის მოვლის სერია დამზადებულია ბუნებრივი აქტიური სუბსტანციების იმგვარი კომბინაციით, რომ თქვენმა კანმა სიჯანსაღე შეინარჩუნოს. გაანებივრეთ სახის კანი დილა - საღამოს ყოველდღიური მოვლით.

დაუთმე თავს ყურადღების 2 წუთი

სახის მოვლის რიტუალი დაგეხმარებათ დღის სასიამოვნოდ დაწყებაში და დღის ბოლოს მოდუნებაში. გააზრებული სუნთქვის ვარჯიში დაგეხმარებათ საკუთარ თავზე კონცენტრირებაში.  დახუჭეთ თვალები. ღრმად ჩაისუნთქეთ  და ძალიან ნელა ამოისუნთქეთ. ყურადღება მიაქციეთ თქვენს ჩასუნთქვა-ამოსუნთქვას. შემდეგ გაიწმინდეთ სახე და დაიწყეთ სახის მოვლის პროცედურა.

ნაბიჯი 1: გამამკვრივებელი თვალის კრემი

მარგალიტის ზომის თვალის კრემი დაიტანეთ თვალის ქუთუთოებზე. ნაზად გადაანაწილეთ თვალის ქვეშ, დაწყებული ცხვირიდან  და დამთავრებული თვალის გარეთა კუთხემდე; ეს ასევე ასტიმულირებს ლიმფის გადაადგილებას. ყოველთვის შიგნიდან გარეთკენ. იგივე გაიმეორეთ ზედა ქუთუთოზე. გაიმეორეთ სამჯერ თითოეულ თვალზე. შემდეგ ნაზად იმოძრავეთ თითის წვერებით ყვრიმალზე შიგნიდან გარეთკენ  - ეს ხელს უწყობს თვალების ირგვლივ შეშუპების შემცირებას.

თვალების გამოსაფხიზლებელი სავარჯიშო

გაახილეთ თვალები რაც შეიძლება ფართოდ ისე, რომ თვალის სკლერა გუგების ზემოთ გამოჩნდეს. გაზარდეთ ქუთუთოების კუნთების დაძაბულობა, დათვალეთ ექვსამდე და შემდეგ კვლავ მოადუნეთ ქუთუთოები. გაიმეორეთ სამჯერ. ეს სავარჯიშო  წამიერად  განტვირთავს თვალის კუნთებს.

გამამკვრივებელი თვალის კრემის სარგებელი:

  • ამცირებს ნაოჭებს და შესამჩნევად ამკვრივებს კანს
  • ამცირებს მუქ წრეებს და შეშუპებას
  • ანტიოქსიდანტური  დაცვა
  •  ხანგრძლივად ატენიანებს

ნაბიჯი 2: გამამკვრივებელი სახის შრატი

დაიტანეთ შრატი ხელისგულზე და შემდეგ გაანაწილეთ ორივე ხელზე. ნაზად შეახეთ ხელები სახეს. ნელა გადაუსვით ისინი სახის ცენტრიდან პერიფერიისკენ. ამ დროს ღრმად ჩაისუნთქეთ - ამოისუნთქეთ და ისიამოვნეთ შრატის გამაგრილებელი ეფექტით.  შემდეგ აიღეთ შრატის მეორე პორცია, კვლავ გაანაწილეთ ხელებს შორის და წაისვით კისერზე და დეკოლტეზე. გამოიყენეთ მარცხენა ხელი კისრისა და დეკოლტეს მარჯვენა მხარეს და პირიქით.

სახის გამამკვრივებელი შრატის უპირატესობები

  • ამცირებს ნაოჭებს და ამკვრივებს კანს
  • ენერგიით ავსებს უჯრედებს
  • ანტიოქსიდანტია, ხელს უწყობს უჯრედების განახლებას
  • მყისიერად ატენიანებს

ნაბიჯი 3: დილის რუტინა – გამამკვრივებელი დღის კრემი

აიღეთ კრემის მცირე რაოდენობა და გაანაწილეთ ორივე ხელის თითების ბალიშებზე. დაიწყეთ შუბლის მასაჟი მათი გადაადგილებით წარბებიდან ზევითკენ და შუბლის ცენტრიდან პერიფერიისკენ. გაიმეორეთ მოძრაობა სამჯერ. ეს ამცირებს შუბლის ნაოჭებს, ამშვიდებს შუბლს და ხელს უწყობს გონების მოდუნებას.

ახლა აიღეთ კრემის მცირე რაოდენობა და გაანაწილეთ ხელის გულებზე.  ნაზი მოძრაობებით სახის ცენტრიდან გარეთკენ გადაუსვით ისინი ლოყებს, ტუჩის ზონას, ნიკაპს, კისერს და დეკოლტეს.

EN Application Video Firming Face Care DAY

ტუჩის კონტურების ბუნებრივად გასაუმჯობესებელი სავარჯიშო

ტუჩებით O-ს ფორმა გააკეთეთ, გაზარდეთ ტუჩის დაძაბულობა და გააჩერეთ ექვსი წამით. შემდეგ დაასვენეთ ტუჩები და გაიმეორეთ რამდენჯერმე.

 

გამამკვრივებელი დღის კრემის სარგებელი

  • ამცირებს ნაოჭებს და ამკვრივებს კანს
  • ავლენს კანის ბუნებრივ ბზინვარებას
  • აუმჯობესებს კანის ელასტიურობას 
  • გრძელვადიანად ატენიანებს
  • იცავს ლურჯი სხივებისგან

ნაბიჯი 3: ღამის რუტინა – გამამკვრივებელი ღამის კრემი

დაიტანეთ კრემის მცირე რაოდენობა ხელის გულზე. უფრო ინტენსიური მოვლისთვის, დაამატეთ წვეთი გამამკვრივებელი სახის ზეთი და შეურიეთ კრემს. ხელები ერთმანეთს დააჭირე ისე, რომ ორივე ხელისგულზე კრემი გადანაწილდეს. შემდეგ მსუბუქად დაიდეთ ისინი სახეზე ერთი წუთით, ღრმად ჩაისუნთქეთ და დაისვენეთ. ბოლოს ნაზად გადაუსვით ხელის გულები სახეს, კისერსა და დეკოლტეს. გამოიყენეთ მარცხენა ხელი კისრისა და დეკოლტეს მარჯვენა მხარისთვის და პირიქით.

Video from DAM: EN Application Video Firming Face Care NIGHT

გამამკვრივებელი ღამის კრემის სარგებელ

  • ამცირებს ნაოჭებს და ამკვრივებს კანს
  • ხელს უწყობს კანის რეგენერაციას
  • ააქტიურებს უჯრედების განახლებას
  • ინტენსიურად კვებავს

გასანებივრებელი სახის ნიღაბი

ჯერ გაიწმინდეთ სახე და უხვად წაისვით თვალის კრემი. შემდეგ პატარა თასში შეურიეთ ერთმანეთს ერთი ჩაის კოვზი გამამკვრივებელი ღამის კრემი და ერთი პიპეტი სახის გამამკვრივებელი ზეთი. გამოიყენეთ ფუნჯი, რომ ნაზად წაისვით ეს ნარევი სახეზე, კისერსა და დეკოლტეზე, მოერიდეთ თვალებისა და პირის მიდამოებს. გაიჩერეთ ნიღაბი 5-დან 10 წუთამდე.  შემდეგ მოიცილეთ ის ბამბის დისკებით ან თბილი, ტენიანი კომპრესით.

Video from DAM: EN Application Video Firming Face Care MASK

სპეციალური ლიფტინგის რუტინა: გამამკვრივებელი სახის ზეთი 8 ორგანული მცენარეული ზეთით

სახის გამამკვრივებელი ზეთის ანტიოქსიდანტური ფორმულა შეიცავს 8 სახეობის მდიდარ ორგანულ მცენარეულ ზეთს, მათ შორის ბროწეულის, ზამბახის, ავოკადოს და არგანის ზეთებს. სახის გამამკვრივებელი ზეთი ინტენსიურად კვებავს კანს და ხელს უწყობს უჯრედების განახლებას. ტექსტურა არ არის ცხიმიანი და სწრაფად შეიწოვება ტენიან კანზე.

სახის გამამკვრივებელი ზეთის სარგებელი

  • ამცირებს ნაოჭებს და ამკვრივებს კანს
  • ააქტიურებს უჯრედების განახლებას
  • ავლენს კანის ბუნებრივ ბზინვარებას
  • ენერგიით ავსებს უჯრედებს
  • იცავს გარემოს მავნე ზემოქმედებისგან (დაბინძურების საწინააღმდეგო ეფექტი)

 

მსგავსი სტატიები