ერთად გავიზარდოთ

კავშირის ძალის კულტივირება
ერთად შევქმნათ უკეთესი მომავალი
გავიზარდოთ - ბუნებასთან ერთად

როგორც მდგრადი მეურნეობის პიონერი, ველედა მუშაობს ბუნებასთან ჰარმონიაში, ზრდის მაღალხარისხიან სამკურნალო მცენარეებს თავის ბაღებში ბიოდინამიკური სოფლის მეურნეობის მეშვეობით და ჩართულია პარტნიორობაში, რომელიც ხელს უწყობს რეგენერაციულ კულტივირებას.
ველედას ფოკუსი ნიადაგის ჯანმრთელობასა და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებაზე აუცილებელია მდგრადი მომავლის შესაქმნელად.
გავიზარდოთ - სხვებთან ერთად

ველედა მხარს უჭერს ერთობლივ მუშაობას ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ერთიანი კულტურის შესაქმნელად. მის კულტივირების პარტნიორებს შეუძლიათ ენდონ ველედას გამოცდილებას და რჩევებს და მიიღონ სამართლიანი შემოსავალი. დადებითი გავლენის გასაძლიერებლად, ველედა მუშაობს არასამთავრობო ორგანიზაციებთან, როგორიცაა UEBT, BCorp და NATRUE.
კომპანიაში ველედა ასევე ახორციელებს კოლეგიალურ ლიდერობას. ის მუდმივად ეყრდნობა საზოგადოების ძალას უფრო ძლიერი, ჯანსაღი და უფრო ინტეგრირებული სოციალური კულტურის შესაქმნელად.
გავიზარდოთ - საკუთარ თავთან ერთად

ჭეშმარიტი სილამაზე და ჯანმრთელობა შიგნიდან მოდის. სწორედ ამიტომ, ვეედას ჰოლისტიკური პროდუქტები და პროცედურები ისეა შექმნილია, რომ მათ გაააქტიურონ თქვენი სხეულის ბუნებრივი პროცესები. საუკეთესო ინგრედიენტების მიღებით, ველედა იყენებს ბუნების სასიცოცხლო ძალას, რათა დაგეხმაროთ შინაგანი და გარეგანი კეთილდღეობის აღდგენასა და შენარჩუნებაში.
ველედას მიზანია დაგეხმაროთ თქვენი ავთენტური თვითმყოფადობის, ჯანმრთელობისა და სილამაზის გახსნაში თქვენი ბუნებრივი სიძლიერის გამოვლენით, ცხოვრების ყველა ეტაპზე.
ველედასთვის დევიზი „ბუნებასა და ადამიანთან ჰარმონიაში“ მხოლოდ ფრაზა არ არის. ეს არის მიზანი, რომელსაც ის ასრულებს კომპანიის დაარსების დღიდან.