ველედა ზრუნავს ბიომრავალფეროვნებაზე მთელ მსოფლიოში

ბუნებრივი კოსმეტიკისა და ფარმაცევტული პროდუქტების წარმოების თითოეულ ეტაპზე ველედა ფრთხილად ეპყრობა დედამიწის რესურსებს − დაწყებული თესლიდან, რომელსაც თესავს. ამით ველედა იცავს ბიომრავალფეროვნებას და ზრუნავს ნიადაგის სიჯანსაღეზე მთელ მსოფლიოში.

ბიომრავალფეროვნება დედამიწაზე სრულფასოვანი ცხოვრებისთვის გვჭირდება

რატომ არის ბიომრავალფეროვნება ასე მნიშვნელოვანი? იმიტომ რომ ეს არის დედამიწაზე სიცოცხლის  მრავალფეროვნება: დაწყებული ეკოსისტემების მრავალფეროვნებიდან, როგორიცაა ტყეები, მდელოები და ტბები, მცენარეთა და ცხოველთა სახეობების მრავალფეროვნებით დამთავრებული. სიცოცხლის სხვადასხვა ფორმების სისტემა გავლენას ახდენს მთელი ჩვენი პლანეტის სიცოცხლეზე და ძალიან მგრძნობიარეა. მისი წონასწორობა ჩვენს კეთილდღეობას უზრუნველყოფს. სწორედ ამიტომ, ველედა ძალას არ იშურებს ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების, დაცვისა და გაძლიერებისთვის.

ბიოდინამიური მეურნეობა: მეურნეობის ჯანსაღი გზა

ყველაფერი, რაც ველედას ბაღებში იზრდება და ხარობს, ბიოდინამიური მეურნეობის პრინციპების მიხედვით არის გაშენებული. რა თქმა უნდა, აქ არ იყენებენ ქიმიურ სასუქებს ან პესტიციდებს. ველედას ბაღები ეკოსისტემებია, სადაც მცენარეები, ნიადაგი და ცხოველები თავს კარგად გრძნობენ როგორც მიწის ზემოთ, ისე მიწის ქვეშ. აქ ბალანსი დაცულია და ეს არის ერთადერთი გზა როგორც ბუნების, ისე ადამიანების ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად. ველედას დამფუძნებლებმა ხელი შეუწყეს ბიოდინამიური სოფლის მეურნეობის იდეის განხორციელებას. ახლა ველედა თავად ეხმარება თავის პარტნიორებს, რომლებიც ნედლეულს აწვდიან, მეურნეობის ამ მდგრადი ხერხის დანერგვაში.

სიცოცხლე ყოველთვის მრავალფეროვნებისკენ ისწრაფვის.
ული ჰურტერი, ბიოდინამიური ფერმერი და ველედას დირექტორთა საბჭოს წევრი

ბიოდინამიური სოფლის მეურნეობის საწყისები

 

1924 წელს კობერვიცის მამულში ბრესლაუს მახლობლად, დღევანდელ პოლონეთში, ფერმერთა ჯგუფმა  რჩევისთვის მიმართა რუდოლფ შტაინერს, მეცნიერსა და ფილოსოფოსს, ველედას ერთ-ერთ დამფუძნებელს. ფერმერები წუხდნენ, რადგან მათი პროდუქციის ხარისხი, ნიადაგის ნაყოფიერება და მათი მცენარეებისა და ცხოველების ჯანმრთელობა შესამჩნევად გაუარესდა. ფერმერების თხოვნით, შტაინერმა წაიკითხა ლექციების სერია , ე.წ."სოფლის მეურნეობის კურსი". ამით აღინიშნა ბიოლოგიური მეურნეობის დაბადება.

ველედა ზრუნავს ნიადაგების სიჯანსაღეზე

ველედაში მდგრადობის მიმართ ვალდებულება მაღალი ხარისხის ბიოლოგიური ნედლეულის მოპოვებით არ შემოიფარგლება. აქ იმაზეც ზრუნავენ, თუ როგორ იზრდება ეს ნედლეული. ამ პროცესში ნიადაგი მნიშვნელოვან როლს ასრულებს: ის მცენარის ჯანსაღი განვითარების წინაპირობაა.  ბუნებრივი მეურნეობის მეთოდები განაპირობებს, რომ ნიადაგი სიჯანსაღეს ინარჩუნებს და სავსეა საკვები ნივთიერებებით მდიდარი ჰუმუსით, რაც საცხოვრებელს აძლევს უამრავ სასარგებლო ორგანიზმს, როგორიცაა ჭიაყელები. ისინი ნიადაგს ნაყოფიერს ხდიან, ასეთ ნიადაგზე კი ჯანსაღი მცენარეები იზრდება. ამ მცენარეებიდან მოიპოვებენ აქტიურ ნივთიერებებს ველედას ბუნებრივი კოსმეტიკისა და წამლებისთვის.

ველედას ბაღები ეკოსისტემებია, სადაც ბიომრავალფეროვნება ყვავის

ველედას სამკურნალო მცენარეების რვა ბაღი სხვადასხვა ტერიტორიებზეა გაბნეული და ბიომრავალფეროვნების ცენტრებს წარმოადგენს. სწორედ აქ ზრდიან ჯანსაღ მცენარეებს ველედას წამლებისა და ბუნებრივი კოსმეტიკისთვის. ბიოდინამიური მეურნეობის პრინციპების გამოყენებით ველედა ქმნის მდგრად ეკოსისტემებს, რომლებიც კარგად უმკლავდება სიცხეს, წვიმას და გვალვას, და რომლებშიც ბიომრავალფეროვნება ყვავის.

თავისი სათესლე სტრატეგიით ველედა უწყობს ხელს, რომ ბიოლოგიური თესლი მომავალშიც ხელმისაწვმდომი იყოს ფერმერებისთვის.
ანეტე ენგელი არის ველედას ნედლეულის შესყიდვების განყოფილების ხელმძღვანელი

ველედა ძალისხმევას არ იშურებს თესლის მრავალფეროვნების მისაღწევად

თესლი ღია წესით უნდა იყოს დამტვერილი. ამის მიზეზი ის არის, რომ იგივე მახასიათებლების მქონე, მაგალითად, იგივე მდგრადობის მქონე მცენარეები  მხოლოდ ღია წესით დამტვერილი თესლიდან შეიძლება გაიზარდოს. ველედას სათესლე სტრატეგია ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებასა და ბუნებრივი ნედლეულის დაცვას ემსახურება. ამ ძალისხმევის ფარგლებში ის მხარს უჭერს სხვა ინიციატივებსაც, როგორიცაა ინიციატივა „დავიცვათ ჩვენი თესლები“. ველედა არის „მზესუმზირას ბიო-თესლის ინიციატივის“ (IBS, Initiative Bio-Saatgut Sonnenblumen) დამფუძნებელი წევრი, რომელიც მიზნად ისახავს ჰიბრიდული თესლიდან ღია წესით დამტვერილი ბიოლოგიური თესლის გამოყვანას. ის ასევე არის Hortus officinarum-ის წევრი და თანადამფუძნებელი − ეს არის ასოციაცია, რომელიც ხელს უწყობს სამკურნალო მცენარეების ბიოდინამიურ კულტივაციასა და გამრავლებას.

ველედა რუდუნებით ზრდის მცენარეებს თქვენი კეთილდღეობისთვის

კომპოსტი, ფერმენტირებული ჭინჭრის ჩაი და სხვა პრეპარატები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბიოდინამიურ მეურნეობაში: ეს პრეპარატები ნიადაგის ნაყოფიერებას უზრუნველყოფს. ნიადაგის მოვლისას ველედას მიზანი არის არა მისი გამოფიტვა ჭარბი გამოყენებით, არამედ ნიადაგის აერაცია და მისი ბუნებრივი საკვები ნივთიერებებით გამდიდრება. არსებობს სამი გზა, რომლითაც შესაძლებელია მცენარეების ბუნებრივად გაძლიერება და მავნებლების მიმართ მათი მედეგობის გაუმჯობესება:

 

რქის სილიციუმი

რქის კაჟმიწა გულდასმით მომზადებას მოითხოვს. წვრილად დაფქულ კვარცს, რომელიც სინათლის შემნახავი მინერალია, ძროხის რქაში ათავსებენ და შემდეგ მიწაში ფლავენ, ამგვარად მას მზისა და სითბოს ზემოქმედებას უქვემდებარებენ. შემდეგ მებაღეები რქის კაჟმიწას პრეპარატის მცირე რაოდენობას იღებენ და რიტმულად ურევენ წყალში. შემდეგ ამ დინამიზებულ პრეპარატს წვრილი ნისლის სახით ჩვენს მცენარეებზე აფრქვევენ. რქის კაჟმიწა აძლიერებს მცენარეებს და ხელს უწყობს მათ ჯანსაღ განვითარებას − ეს იმ პროცესს ჰგავს, როდესაც ადამიანები ჯანსაღ დიეტას იცავენ იმუნური სისტემის გასაძლიერებლად.

კომპოსტი

კომპოსტია ის, სადაც ყველაფერი მთავრდება და თავიდან იწყება. ყველაფერი, რაც შემორჩენილია ველედას ბაღის კვლებისა და მინდვრების მოვლისა და მოსავლისგან, კარგად გამოიყენება. კომპოსტირება ბაღის ნარჩენებს საკვები ნივთიერებებით მდიდარ ჰუმუსად გარდაქმნის.

ფერმენტირებული ჭინჭრის ჩაი

მცენარეების გასაძლიერებლად ველედას ბაღებში იყენებენ ჭინჭრის პრეპარატს. ეს არის როგორც ბუნებრივი მავნებლების საწინააღმდეგო საშუალება, ასევე მცენარეული, თხევადი სასუქი. ჭინჭრის ფერმენტირებულ ჩაის ამზადებენ მისი ნედლი მცენარეების წყალში მზის გულზე, დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში დაყენებით. მიღებულ პრეპარატს აზავებენ წყლით და შემდეგ ასხურებენ მცენარეებს.