რას ნიშნავს მდგრადობა ველედასთვის
ველედა სერიოზულად ეკიდება თავის პასუხისმგებლობას
ველედა მდგრადი კომპანიაა და საქმის ერთგულებისთვის არაერთი ჯილდო აქვს მიღებული. ველედა ხელს უწყობს მთელ მსოფლიოში ბიოდინამიური სოფლის მეურნეობის გავრცელებას, ჯანსაღი ნიადაგის შენარჩუნებას და სამართლიან ურთიერთობებს კულტივირების სფეროში დასაქმებულ თავის პარტნიორებთან. მისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს არა მარტო ბიომრავალფეროვნებას, არამედ კლიმატის დაცვის ყოვლისმომცველ სტრატეგიასაც. ორივე ამ სფეროში ველედას პროაქტიური მიდგომა აქვს თავისი პასუხისმგებლობის მიმართ. ველედა სოციალურად პასუხისმგებელი, ეკოლოგიურად სწორი და ეკონომიკურად წარმატებული კომპანიაა.
ზომიერება და მედეგობა
ბიზნესს ველედა ზომიერების გრძნობით წარმართავს. ის მხოლოდ იმდენს იღებს, რამდენის დაბრუნებაც შეუძლია. მისი მიზანია, უფრო მეტი დააბრუნოს, ვიდრე იღებს − სწორედ ამაშია მდგრადობის არსი. ბიზნესის ზოგიერთ სფეროში ველედას უკვე კარგი შედეგები აქვს, სხვა სფეროებში კი ინტენსიურად მუშაობს გაუმჯობესებაზე. მდგრადობა დიდად არის დამოკიდებული მედეგობაზე. როგორც კომპანია, ველედა ავითარებს მედეგობას სხვადასხვა დონეზე. მისი ბიოდინამიური ბაღები და სანედლეულე პროექტები მთელ მსოფლიოში ხელს უწყობს ნიადაგებისა და ადგილობრივი ეკოსისტემების მედეგობას. ის ასევე ავითარებს მედეგობას სოციალურ დონეზე, პატივისცემით ეპყრობა კულტივირების სფეროში დასაქმებულ თავის მრავალწლიან პარტნიორებს, სამართლიან ხელფასს უხდის მათ და მხარს უჭერს სოციალურ პროექტებს.
ჩემი პირადი დამოკიდებულება მდგრადობის მიმართ ისაა, რომ რაც უფრო მედეგები ვართ, მით უფრო მდგრადები ვართ.დოქტორი შტეფან ზიმერი, მდგრადობის განყოფილების ხელმძღვანელი
მეტი ძალისხმევა კლიმატის დასაცავად
როდესაც ველედა დაარსდა 1921 წელს, თავიდანვე ცხადი იყო, რომ ბიზნესის წარმართვის მისი გზა თანხმობაში უნდა ყოფილიყო ადამიანთან და ბუნებასთან. ველედა დღემდე მუშაობს ბიომრავალფეროვნების გასაუმჯობესებლად და ბუნებრივი გარემოს გასაჯანსაღებლად. კლიმატის დაცვა ამის ნაწილია. ამ მიზნით, ის ელექტროენერგიას ენერგიის განახლებადი წყაროებიდან იყენებს და ხელს უწყობს ინიციატივებს, რომლებიც ჯანსაღი ნიადაგისთვის აქტიურად მოღვაწეობენ. გარდა ამისა, ველედამ შეიმუშავა სათესლე სტრატეგია ბიომრავალფეროვნების ასამაღლებლად და სულ უფრო მეტად იყენებს მეორადი გადამუშავების შეფუთვას.
როგორ იცავს ველედა კლიმატს
- ველედა იყენებს საკუთარ საწარმოო ობიექტებში: გერმანიაში, შვეიცარიასა და საფრანგეთში, 100 %ით მწვანე ელექტროენერგიას.
- ბიოდინამიური სოფლის მეურნეობა ზრდის ნიადაგის ჰუმუსს, რომელიც იკავშირებს უამრავ ნახშირბადს. სწორედ ამიტომ, ველედა აგრძელებს სერტიფიცირებადი მცენარეული ნედლეულის ბიოდინამიური წესით მოყვანის წილის გაზრდას.
- ველედას ბავშვის მოვლის ხაზის ბოთლები არის ახლად გადამუშავებული PET ბოთლები (rPET). მარტო ამ გზით, ის იცილებს 250 ტონა CO2-ის გამოყოფას წელიწადში. ველედა აგრძელებს გამოყენებული რეციკლირებული მასალის პროპორციის მნიშვნელოვნად გაზრდას.
- ველედას სტრატეგიული მიზანია ყოველწლიურად შეამციროს ენერგიის ინტენსივობა (ენერგიის მოხმარება გაყოფილი წარმოების მოცულობაზე) 2,5 % ით.
- ველედა ამჟამად ავითარებს მსოფლიოში მდგრადი მობილობისა და ლოჯისტიკის კონცეფციას.
- ველედა ყველაზე მნიშვნელოვანი მცენარეული ნედლეულის "ნამდვილ ხარჯებს" გამჭვირვალედ აღრიცხავს (კლიმატზე ზემოქმედების ჩათვლით).
ველედა ნამდვილი ხარჯების აღრიცხვის (TCA) ნაწილში, აფასებს განსხვავებებს ორგანულ მეურნეობასა და ჩვეულებრივ ფერმერობას შორის. ეს ეხება CO2 ემისიებს, CO2-ის სეკვესტრირებას, წყლის მოხმარებას, წყლის დაბინძურებას, ენერგიის მოხმარებას, ეროზიას და ნიადაგის წარმოქმნას. შედარება ცხადყოფს, რომ ორგანულ და ბიოდინამიურ მეურნეობას აქვს ბევრად უკეთესი რეალური ხარჯების ბალანსი, ვიდრე ჩვეულებრივ მეურნეობას.
ბუნება ითხოვს, რომ კარგი პარტნიორები ვიყოთული ჰურტერი, ბიოდინამიური ფერმერი და ველედას დირექტორთა საბჭოს წევრი
რა არის რეალური ხარჯთაღრიცხვა?
რეალური ხარჯთაღრიცხვა (TCA) ავლენს კომპანიის ოპერაციების „ფარულ ხარჯებს“. წარმოების უშუალო ხარჯების გარდა, გამოითვლება ეკოლოგიური და სოციალური ზემოქმედების ხარჯებიც, რომლებიც შედის პროდუქტის ფასსა და ბალანსში.
სამყარო ველედასთან ერთად უკეთესია, ვიდრე მის გარეშე
საკმარისია თუ არა ემისიების შემცირება ან შეფუთვაში მეორადი გადამუშავების მასალის შემცველობის გაზრდა? არა, ეს საკმარისი არაა. ვიცით, რომ სამყარო ველედასთან ერთად უკეთესია, ვიდრე მის გარეშე. მაგალითად, ბიოდინამიური მეურნეობისა და ჯანსაღი ნიადაგისადმი მისი ერთგულების წყალობით. სხვა სფეროებში, როგორიცაა შეფუთვა და კლიმატის დაცვა, ველედას ჯერ კიდევ აქვს სამუშაო და ის ახალ ამბიციურ მიზნებს ისახავს. ველედა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მისი ეკონომიკური აქტივობის საერთო ბალანსი უფრო დადებითი გახდეს.
ველედას აქტივობის აღიარება მდგრადობის საკითხებში
მის მრავალ ჯილდოში აისახება:
-
„მდგრადი სილამაზის“ ჯილდოები
-
„მწვანე ბრენდების“ ჯილდო
-
შვეიცარიული ეთიკის ჯილდო
-
გერმანული ჯილდო მდგრადი განვითარებისთვის
-
„კარგი ბრენდის“ ჯილდო ეკოლოგიური შეფუთვისთვის
-
უამრავი სხვა ჯილდო ჩვენი სერტიფიცირებული ბუნებრივი კოსმეტიკისთვის