კალენდულას უნივერსალური ბალზამი

უვლის, ამშვიდებს და იცავს ჩვილის კანს

ველედას უნივერსალური ბალზამი ინტენსიურად უვლის ბავშვის კანს და ცივ ამინდში იცავს მას გამოშრობისგან .

წამყვანი მცენარეები

კალენდულა

კალენდულა წარმოადგენს სამკურნალო და დეკორატიული ბაღების განუყოფელ ნაწილს

იხილეთ მეტი

დახასიათება

დახასიათება

აღწერა

კალენდულას ახალი უნივერსალური ბალზამი იცავს  ბავშვის კანს გამოშრობისგან ცივ, ქარიან, წვიმიან და მკაცრ ამინდში. ის არბილებს და ინტენსიურად კვებავს ბავშვის კანს და ამშვიდებს კანის ძალიან მშრალ ადგილებს ლოყებზე, ნიკაპზე და ხელებზე, ასევე მშრალ ტუჩებზე. უნივერსალური ბალზამი ხელს უწყობს კანის  ბარიერის ფუნქციის აღდგენას. 100% ნატურალური უწყლო ფორმულა შეიცავს ცვილებს, ორგანულ მცენარეულ ზეთებს, ორგანულ კაკაოს ცხიმს და ორგანული კალენდულას და ფეტვის ექსტრაქტებს.

უპირატესობები

  • არბილებს და ინტენსიურად კვებავს ბავშვის კანს
  • მყისიერად ატენიანებს უხეშ კანს
  • შესაფერისია წითელი ლოყებისა და ნიკაპისთვის, რომლებიც გაღიზიანებულია ნერწყვით,  კბილების ამოჭრისას
  • გავლენას არ ახდენს კანის მიკრობიომზე
  • კანის ტოლერანტობა კლინიკურად და დერმატოლოგიურად დადასტურებულია,  ძალიან მგრძნობიარე კანის შემთხვევაშიც
  • უსუნო, უალკოჰოლო, უწყლო. არ ტოვებს კვალს.

ინფორმაცია მეორადი გამოყენების შეფუთვაზე:

მეორადი შეფუთვის მუყაო დამზადებულია მინიმუმ 85% რეციკლირებული ბოჭკოებისგან

+87%

ბავშვის კანის სიმშრალე შემცირდა*

*კვლევაში მონაწილე 60 პატარა ბავშვზე დაკვირვების შედეგი, 4 კვირის განმავლობაში დღეში ერთხელ გამოყენებისას
+92%

კანის მშრალი ადგილები ბალზამის წასმისთანავე მშვიდდება*

*კვლევაში მონაწილე 37 მოზრდილის დასკვნა, 4 კვირის განმავლობაში დღეში ერთხელ გამოყენებისას
+90%

მშრალი ტუჩები გამოყენების შემდეგ მყისიერად მშვიდდება*

*კვლევაში მონაწილე 31 მოზრდილის დასკვნა, 4 კვირის განმავლობაში დღეში ერთხელ გამოყენებისას
+83%

ბალზამი საიმედოდ იცავს ბავშვის კანს მკაცრი ამინდის პირობებში (სიცივე, წვიმა, ქარი//გამოიყენება ხელებზე, სახეზე, ტუჩებზე)*

*კვლევაში მონაწილე 46 პატარა ბავშვზე დაკვირვების შედეგი, 4 კვირის განმავლობაში დღეში ერთხელ გამოყენებისას

Organic

ეს ეტიკეტი იძლევა გარანტიას, რომ ველედა იყენებს ბიო-მეურნეობიდან მოწეულ მაღალხარისხოვან, სერთიფიცირებულ  ნედლეულს.

საერთაშორისო ხარისხის ნიშანი: NaTrue

“ნატურალური კოსმეტიკა” ყოველთვის 100% ნატურალური არ არის. NaTrue არის ხარისხის საერთაშორისოდ აღიარებული პირველი ნიშანი ბიოლოგიური და ბუნებრივი კოსმეტიკისთვის. მისმა დაწესებამ არსებული ნიშნების „ჯუნგლებში“ სიხცადე შეიტანა. ყოველი პროდუქტი, რომელიც NaTrue ნიშანს ატარებს, უმაღლესი სტანდარტების შესაბამისია.

ნიშანი Vegan

ნიშანი Vegan ვიზუალურად გამოარჩევს პროდუქტებს, რომლებიც არ შეიცავს ცხოველური წარმოშობის არცერთ ინგრედიენტს. Weleda-ს ყველა კოსმეტიკური პროდუქტის და საკვები დანამატის მოხმარება დასაშვებია ვეგეტარიანელებისთვის, რომლებიც უარს ამბობენ ხორცსა და თევზზე.

გამოყენების წესი

გამოყენების წესი

წაისვით კანის მშრალ ადგილებზე, აქერცლილ ან გაწითლებულ კანზე. გამოიყენეთ ხელების, ლოყების, ნიკაპის და ტუჩების გამოშრობისგან დასაცავად. შესაფერისია მგრძნობიარე კანის მქონე ბავშვებისთვის და მოზრდილებისთვის.
გამოიყენეთ საჭიროებისამებრ .

იხილეთ მეტი

Tip:

გამოდგება მთელი ოჯახისთვის