ციტრუსის საშხაპე გელი

გამაცოცხლებელი გელი გრძნობების გამოსაღვიძებლად

ლიმონის და ფორთოხლის ეთერზეთები - აღვიძებს გრძნობებს, ფაქიზად ასუფთავებს კანს და თავს ბედნიერად გაგრძნობინებთ!

წამყვანი მცენარეები

ლიმონი

საყოველთაოდ ცნობილია, რომ ეს მჟავე ნაყოფი ფაქტიურად სავსეა C ვიტამინით.

იხილეთ მეტი

დახასიათება

დახასიათება

აღწერა

ლიმონი მხნეობასთან ასოცირდება და მისი სურნელი მაშინვე დადებითად მოქმედებს თქვენს განწყობაზე. ველედას ლიმონის საშხაპე გელის გამოყენების შემდეგ, თქვენი კანი სუფთა, დატენიანებული და გამოცოცხლებულია, განწყობა კი - ამაღლებული. ლიმონის ეთერზეთი მას გამოკვეთილ, სასიამოვნო სურნელს ანიჭებს. გაიღვიძეთ, მიიღეთ შხაპი და ხალისი შემატეთ დღეს!

უპირატესობები

ფრთხილი დაბანა და გამოშრობისგან დაცვა. დერმატოლოგიურად შემოწმებულია.

საერთაშორისო ხარისხის ნიშანი: NaTrue

“ნატურალური კოსმეტიკა” ყოველთვის 100% ნატურალური არ არის. NaTrue არის ხარისხის საერთაშორისოდ აღიარებული პირველი ნიშანი ბიოლოგიური და ბუნებრივი კოსმეტიკისთვის. მისმა დაწესებამ არსებული ნიშნების „ჯუნგლებში“ სიხცადე შეიტანა. ყოველი პროდუქტი, რომელიც NaTrue ნიშანს ატარებს, უმაღლესი სტანდარტების შესაბამისია.

ნიშანი Vegan

ნიშანი Vegan ვიზუალურად გამოარჩევს პროდუქტებს, რომლებიც არ შეიცავს ცხოველური წარმოშობის არცერთ ინგრედიენტს. Weleda-ს ყველა კოსმეტიკური პროდუქტის და საკვები დანამატის მოხმარება დასაშვებია ვეგეტარიანელებისთვის, რომლებიც უარს ამბობენ ხორცსა და თევზზე.

Organic

ეს ეტიკეტი იძლევა გარანტიას, რომ ველედა იყენებს ბიო-მეურნეობიდან მოწეულ მაღალხარისხოვან, სერთიფიცირებულ  ნედლეულს.

შემადგენლობა

შემადგენლობა

ლიმონის ქერქის ეთერზეთი

Citrus Limon (Lemon) Peel Oil

ლიმონის ქერქის  ეთერზეთი სხვა ბუნებრივი ეთერზეთების მსგავსად არომატიზატორად გამოიყენება.

სეზამის თესლის ზეთი

Sesamum Indicum (Sesame) Seed Oil

სეზამის თესლის ზეთი შესანიშნავი სამასაჟე ზეთია, მას უსიცოცხლო, მშრალი და მოწიფული კანის მოსავლელად იყენებენ, იყენებენ აგრეთვე თმის კონდიციონერის სახით. მას ძლიერი ანდიოქსიდაციური მოქმედება და კანისთვის სასარგებლო თვისებები აქვს და იდეალურია, როგორც ფუძე. სეზამის ზეთი შეიცავს უჯერ ცხიმმჟავებს, როგორიცაა ოლეინმჟავა და ლინოლმჟავა, ფიტოსტეროლები და E ვიტამინი (განსაკუთრებით, ტოკოფეროლი).

არ შეიცავს სინთეზურ კონსერვანტებს, არომატიზატორებსა და საღებავებს, არ შეიცავს ნავთობიდან მიღებულ ნედლეულს.

გამოყენების წესი

გამოყენების წესი

ძალიან არ ქაფდება. შხაპის მერე წაისვით ტანზე ციტრუსის დამატენიანებელი კრემი ან ტანის გამომაცოცხლებელი ზეთი