ბროწეულის & მაკას ფესვის თვალის კრემი

ამცირებს ნაოჭებს, მუქ წრეებს და შეშუპებას

ანტიოქსიდანტებითა და პეპტიდებით მდიდარი დამამშვიდებელი, გამომაცოცხლებელი ფორმულა თვალის ირგვლივ კანს შესამჩნევად ამკვრივებს.

წამყვანი მცენარეები

ბროწეული

გარედან მშრალი ბროწეულის ნაყოფი სავსეა წითელრბილობიანი მარცვლებით, რომლებიც თავისი ფორმით იუველირულ მძივებს მოგვაგონებენ

იხილეთ მეტი

დახასიათება

დახასიათება

აღწერა

ორგანული ბროწეულის თესლის ზეთი და ორგანული მაკას ფესვის  პეპტიდები ეფექტურად უწყობენ ხელს კანის რეგენერაციას. თვალის ირგვლივ კანი ინტენსიურად ტენიანდება და უმჯობესდება მისი ელასტიურობა.

არაკომედოგენური. კანის ტოლერანტობა კლინიკურად და დერმატოლოგიურად დადასტურებულია.

უპირატესობები

  • ამცირებს ნაოჭებს და შესამჩნევად ამკვრივებს კანს
  • ამცირებს მუქ წრეებს
  • ამცირებს შეშუპებას და აძლევს თვალებს დასვენებულ იერს
  •  თვალის ზონა უფრო ბზინვარე ხდება
+75%

ამცირებს შეშუპებას*

*32 სუბიექტის თვითშეფასება კვლევაში, დღეში ორჯერ გამოყენებისას, 4 კვირის მანძილზე
+84%

ამშვიდებს კანს**

**32 სუბიექტის შეფასება კვლევაში, დღეში ორჯერ გამოყენებისას, 4 კვირის მანძილზე
+81%

ავლენს კანის ბუნებრივ ბზინვარებას**

***32 სუბიექტის შეფასება კვლევაში, დღეში ორჯერ გამოყენებისას, 4 კვირის მანძილზე

საერთაშორისო ხარისხის ნიშანი: NaTrue

“ნატურალური კოსმეტიკა” ყოველთვის 100% ნატურალური არ არის. NaTrue არის ხარისხის საერთაშორისოდ აღიარებული პირველი ნიშანი ბიოლოგიური და ბუნებრივი კოსმეტიკისთვის. მისმა დაწესებამ არსებული ნიშნების „ჯუნგლებში“ სიხცადე შეიტანა. ყოველი პროდუქტი, რომელიც NaTrue ნიშანს ატარებს, უმაღლესი სტანდარტების შესაბამისია.

Organic

ეს ეტიკეტი იძლევა გარანტიას, რომ ველედა იყენებს ბიო-მეურნეობიდან მოწეულ მაღალხარისხოვან, სერთიფიცირებულ  ნედლეულს.

ნიშანი Vegan

ნიშანი Vegan ვიზუალურად გამოარჩევს პროდუქტებს, რომლებიც არ შეიცავს ცხოველური წარმოშობის არცერთ ინგრედიენტს. Weleda-ს ყველა კოსმეტიკური პროდუქტის და საკვები დანამატის მოხმარება დასაშვებია ვეგეტარიანელებისთვის, რომლებიც უარს ამბობენ ხორცსა და თევზზე.

UEBT

ველედას ვალდებულება ხალხისა და ბიომრავალფეროვნების წინაშე

B-Corp ™ B კორპორაციები & ვაჭრობა.

B Corps &trade - B კორპორაციები & ვაჭრობა- არის ბეჭედი ისეთი ბიზნესის წარმოებისთვის, რომელიც აკმაყოფილებს სოციალური და გარემოსდაცვითი საქმიანობის, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უმაღლეს დადასტურებულ სტანდარტებს.

შემადგენლობა

შემადგენლობა

ბროწეულის თესლის ზეთი

Punica Granatum Seed Oil

ბროწეულის თესლის ყვითელი ან მოწითალო ფერის, შედარებით სქელი ზეთი ერთ-ერთი აქტიურად მოქმედი ზეთია, ის დიდი რაოდენობით შეიცავს იშვიათ პუნიცინის მჟავას (უჯერი ცხიმმჟავა). ამ ძვირფას მცენარეულ ზეთს აქვს ანტიოქსიდაციური თვისებები, აუმჯობესებს კანის რეგენერაციას და ამიტომ გამორჩეულ პროდუქტად ითვლება მშრალი და მოწიფული კანის მოსავლელად.

პერუანული მაკას ჰიდროლიზებული ფესვი

Hydrolyzed Lepidium Meyenii Root

მაკას პეპტიდები მიიღება მაკას ფესვიდან ბიოფერმენტული პროცესით. ისინი ხელს უწყობენ უჯრედების განახლებას, ამცირებენ ნაოჭებს და აუმჯობესებენ კანის ბუნებრივ ბზინვარებას.

ზეთისხილის ფოთლის ექსტრაქტი

Olea Europeae (Olive) Leaf Extract

ზეთისხილის ფოთლების ექსტრაქტი განსაკუთრებით ხასიათდება მასში შემავალი პოლიფენოლებით. აქედან გამომდინარე, ზეთისხილის ფოთლის ექსტრაქტები ავლენენ ანტიოქსიდანტურ და კანის დამამშვიდებელ თვისებებს.

გამოყენების წესი

გამოყენების წესი

თითოეული თვალის ირგვლივ წაისვით კრემის მცირე ოდენობა