ტანის კრემი მგრძნობიარე კანისთვის

მგრძნობიარე კანისთვის, არაპარფიუმირებული

განსაკუთრებით რბილი ფორმულა, რომელიც მხოლოდ რამდენიმე გულდასმით შერჩეულ ინგრედიენტს შეიცავს, გაღიზიანებისკენ მიდრეკილ კანს ამშვიდებს და ინტენსიურად ატენიანებს.

დახასიათება

დახასიათება

აღწერა

რბილი კრემი, სპეციალურად შექმნილი, რათა დაამშვიდოს,  კვებოს და ინტენსიურად დაატენიანოს გაღიზიანებისკენ მიდრეკილი მგრძნობიარე კანი. 100% ორგანული ქოქოსის ცხიმითა და ორგანული ჟოჟობას ზეთებით, ის იცავს კანის ბუნებრივ ტენიანობას, აძლიერებს და აჯანსაღებს მგრძნობიარე კანს.

უპირატესობები

  • არაპარფიუმირებული
  • სწრაფი ეფექტით
  • 24 საათიანი დატენიანებით
  • ამცირებს დაჭიმულობას
  • კანთან თავსებადობა და ეფექტურობა კლინიკურად არის გამოცდილი და დერმატოლოგიურად დადასტურებული.
  • არ შეიცავს სინთეზურ კონსერვანტებს, არომატიზატორებსა და საღებავებს, არ შეიცავს ნავთობიდან მიღებულ ნედლეულს.

 

+88%

ხსნის დაჭიმულობას*

*თვითშეფასება 4 კვირის მერე, დღეში 2ჯერ გამოყენების პირობებში
+88%

ამშვიდებს კანს*

*თვითშეფასება 4 კვირის მერე, დღეში 2ჯერ გამოყენების პირობებში
+88%

სწრაფად იწოვება*

*თვითშეფასება 4 კვირის მერე, დღეში 2ჯერ გამოყენების პირობებში

საერთაშორისო ხარისხის ნიშანი: NaTrue

“ნატურალური კოსმეტიკა” ყოველთვის 100% ნატურალური არ არის. NaTrue არის ხარისხის საერთაშორისოდ აღიარებული პირველი ნიშანი ბიოლოგიური და ბუნებრივი კოსმეტიკისთვის. მისმა დაწესებამ არსებული ნიშნების „ჯუნგლებში“ სიხცადე შეიტანა. ყოველი პროდუქტი, რომელიც NaTrue ნიშანს ატარებს, უმაღლესი სტანდარტების შესაბამისია.

Organic

ეს ეტიკეტი იძლევა გარანტიას, რომ ველედა იყენებს ბიო-მეურნეობიდან მოწეულ მაღალხარისხოვან, სერთიფიცირებულ  ნედლეულს.

UEBT

ველედას ვალდებულება ხალხისა და ბიომრავალფეროვნების წინაშე

ნიშანი Vegan

ნიშანი Vegan ვიზუალურად გამოარჩევს პროდუქტებს, რომლებიც არ შეიცავს ცხოველური წარმოშობის არცერთ ინგრედიენტს. Weleda-ს ყველა კოსმეტიკური პროდუქტის და საკვები დანამატის მოხმარება დასაშვებია ვეგეტარიანელებისთვის, რომლებიც უარს ამბობენ ხორცსა და თევზზე.

გამოყენების წესი

გამოყენების წესი

ნაზად შეიზილეთ ტანზე აბაზანის ან შხაპის მიღების შემდეგ.