ფორთოხლის შამპუნი & ლოსიონი ბავშვებისთვის

ფორთოხლის არომატით

100% ნატურალური. რეკომენდებულია 3 წლის ასაკიდან.

50 მლ,150 მლ

დახასიათება

აღწერა

ნატურალური პროდუქტი 2 / 1-ში ნაზი კრემისებრი ტექსტურით და მცენარეული გამწმენდი საშუალებით ნაზად ბანს და ზრუნავს ბავშვის მგრძნობიარე კანსა და თმაზე. ორგანული სეზამის ზეთი უნარჩუნებს ბუნებრივ ტენიანობას, არ აშრობს და აძლევს თმას აბრეშუმისებრ სირბილეს. კალენდულას ექსტრაქტი კანს ამშვიდებს. ფორთოხლის და ლიმნის სუფთა ეთერზეთების გამომაცოცხლებელი არომატი კი ამაღლებს განწყობას

უპირატესობები

საბავშვო შამპუნი & ლოსიონი ფორთოხლის არომატით არ წვავს თვალებს, დერმატოლოგიურად გამოცდილია. არ შეიცავს  სინთეზურ კონსერვანტებს, არტომატიზატორებსა და საღებავებს, არ შეიცავს ნავთობიდან მიღებულ ნედლეულს.

რეკომენდებულია 3 წლის ასაკიდან.

ნიშანი Vegan

ნიშანი Vegan

ნიშანი Vegan ვიზუალურად გამოარჩევს პროდუქტებს, რომლებიც არ შეიცავს ცხოველური წარმოშობის არცერთ ინგრედიენტს. Weleda-ს ყველა კოსმეტიკური პროდუქტის და საკვები დანამატის მოხმარება დასაშვებია ვეგეტარიანელებისთვის, რომლებიც უარს ამბობენ ხორცსა და თევზზე.

იხილეთ მეტი
საერთაშორისო ხარისხის ნიშანი: NaTrue

საერთაშორისო ხარისხის ნიშანი: NaTrue

“ნატურალური კოსმეტიკა” ყოველთვის 100% ნატურალური არ არის. NaTrue არის ხარისხის საერთაშორისოდ აღიარებული პირველი ნიშანი ბიოლოგიური და ბუნებრივი კოსმეტიკისთვის. მისმა დაწესებამ არსებული ნიშნების „ჯუნგლებში“ სიხცადე შეიტანა. ყოველი პროდუქტი, რომელიც NaTrue ნიშანს ატარებს, უმაღლესი სტანდარტების შესაბამისია.

იხილეთ მეტი

შემადგენლობა

შემადგენლობა

სეზამის თესლის ზეთი

Sesamum Indicum Seed Oil

სეზამის თესლის ზეთი შესანიშნავი სამასაჟე ზეთია, მას უსიცოცხლო, მშრალი და მოწიფული კანის მოსავლელად იყენებენ, იყენებენ აგრეთვე თმის კონდიციონერის სახით. მას ძლიერი ანდიოქსიდაციური მოქმედება და კანისთვის სასარგებლო თვისებები აქვს და იდეალურია, როგორც ფუძე. სეზამის ზეთი შეიცავს უჯერ ცხიმმჟავებს, როგორიცაა ოლეინმჟავა და ლინოლმჟავა, ფიტოსტეროლები და E ვიტამინი (განსაკუთრებით, ტოკოფეროლი).

ფორთოხლის ეთერზეთი

Citrus Aurantium Dulcis (Orange) Peel Oil

ფორთოხლის ბუნებრივ ეთერზეთს ტკბილი ფორთოხლის ქერქიდან იღებენ. ის კოსმეტიკურ პროდუქტებს ცოცხალ, ხილის არომატს ანიჭებს.

არ შეიცავს სინთეზურ კონსერვანტებს, არტომატიზატორებსა და საღებავებს, არ შეიცავს ნავთობიდან მიღებულ ნედლეულს.

გამოყენების წესი

გამოყენების წესი

რამდენიმე წვეთი მოათავსეთ ხელისგულზე და შეაზილეთ ბავშვს ტანსა და თმაში, შემდეგ წყლით ჩამობანეთ. ტოვებს ზღაპრულ სურნელს, კანი და თმა კი აბრეშუმივით რბილია.