ლავანდის საპონი

განმტვირთავი და დამამშვიდებელი

გაინებივრეთ თავი 100% ბუნებრივი ეთერზეთების განმტვირთავი და დამამშვიდებელი სურნელით

დახასიათება

დახასიათება

აღწერა

ლავანდის საპონი კრემისებრ, რბილ ქაფს წარმოქმნის. ის  ბიოლოგიური შის ცხიმითაა  გამდიდრებული. საპონი მცენარეული წარმოშობის სუფრაქტანტებით ფრთხილად ასუფთავებს კანს და ადვილად ჩამოიბანება. ლავანდის დამამშვიდებელი სურნელი 100% ბუნებრივი ეთერზეთებით მიიღება. გამოდგება ყველა ტიპის კანისთვის.

 

უპირატესობები

  • 100% ბუნებრივი ეთერზეთების განმტვირთავი და დამამშვიდებელი   სურნელით
  • კონცენტრირებული ფორმულა -  ეკონომიურია
  • ასუფთავებს კანს მცენარეული ფორმულით /სურფაქტანტებით
  • უპლასტმასო  შეფუთვა დამზადებულია მინიმუმ 55% რეციკლირებული ნედლეულისგან - გადამუშავებადია
  • ბიოდეგრადირებადი და ვეგანური ფორმულით
  • 100% ბუნებრივი წარმოშობის
  • კანის ტოლერანტობა დერმატოლოგიურად შემოწმებულია

საერთაშორისო ხარისხის ნიშანი: NaTrue

“ნატურალური კოსმეტიკა” ყოველთვის 100% ნატურალური არ არის. NaTrue არის ხარისხის საერთაშორისოდ აღიარებული პირველი ნიშანი ბიოლოგიური და ბუნებრივი კოსმეტიკისთვის. მისმა დაწესებამ არსებული ნიშნების „ჯუნგლებში“ სიხცადე შეიტანა. ყოველი პროდუქტი, რომელიც NaTrue ნიშანს ატარებს, უმაღლესი სტანდარტების შესაბამისია.

Organic

ეს ეტიკეტი იძლევა გარანტიას, რომ ველედა იყენებს ბიო-მეურნეობიდან მოწეულ მაღალხარისხოვან, სერთიფიცირებულ  ნედლეულს.

ნიშანი Vegan

ნიშანი Vegan ვიზუალურად გამოარჩევს პროდუქტებს, რომლებიც არ შეიცავს ცხოველური წარმოშობის არცერთ ინგრედიენტს. Weleda-ს ყველა კოსმეტიკური პროდუქტის და საკვები დანამატის მოხმარება დასაშვებია ვეგეტარიანელებისთვის, რომლებიც უარს ამბობენ ხორცსა და თევზზე.

ბიოდეგრადირებადის ფორმულა

ნივთიერებები ან მასალები არიან ”ბიოდეგრადირებადი”, თუ ისინი ბუნებრივი პროცესებით მაგ. ბაქტერიების ან მათი ფერმენტების მეშვეობით, შეიძლება დაიშალოს უფრო მცირე კომპონენტებად, რომლებიც შემდეგ ბრუნდებიან დედამიწის ბუნებრივ სასიცოცხლო ციკლში. სანამ ველედა გააკეთებს განაცხადს პროდუქტის ბიოდეგრადირებადობის შესახებ, ის რეცეპტურას ამოწმებს დამოუკიდებელ ინსტიტუტში - OECD (ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია) . ველედას განმარტებით: პროდუქტი"ბიოდეგრადირებადია", თუ ის აკმაყოფილებს OECD– ს   მარტივი ბიოდეგრადირების მოთხოვნებს.

 

 

 

 

გამოყენების წესი

გამოყენების წესი

წაისვით საპონი სველ კანზე. Გულდასმით ჩამოიბანეთ. გამშრალი საპონი შეინახეთ მშრალ ადგილას