მკერდის სამასაჟე ზეთი დედებისთვის
მკერდის სამასაჟე ზეთი დედებისთვის

მკერდის სამასაჟე ზეთი დედებისთვის

ძუძუთი კვებამდე მკერდის მასაჟისთვის, გათბობისა და სტიმულირებისთვის
მკერდის სამასაჟე ზეთი ააქტიურებს მკერდის სისხლით მომარაგებას, ათბობს მას და უხსნის დაჭიმულობას.
დააწკაპუნეთ ეტიკეტზე დამატებითი ინფორმაციისთვის
ეფექტურობა
+88%

კანი უფრო მკვრივია*

*კვლევაში მონაწილე 33 ქალის თვითშეფასება 6 კვირის მერე, დღეში 2ჯერ გამოყენების პირობებში
+82%

კანი უფრო ელასტიურია*

*კვლევაში მონაწილე 33 ქალის თვითშეფასება 6 კვირის მერე, დღეში 2ჯერ გამოყენების პირობებში
+88%

კანი უფრო გლუვია*

*კვლევაში მონაწილე 33 ქალის თვითშეფასება 6 კვირის მერე, დღეში 2ჯერ გამოყენების პირობებში
აღწერა
ველედას მკერდის სამასაჟე რბილი ზეთი 100% ნატურალური კომპოზიციაა, რომელიც დამზადებულია დამამშვიდებელ ნუშის ზეთზე. მასაჟი ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევას, მკერდის დათბობას და ამშვიდებს მკერდში დაძაბულობის შეგრძნებას. მკერდის სამასაჟე ზეთის ეთერზეთების ნარევი მორგებულია დედის განსაკუთრებულ საჭიროებებზე. მაიოარნის პიკანტური სურნელი, ლავანდის არომატული კომპონენტები და კამის ზეთის სიტკბო აცოცხლებს დაღლილობისას, ამასთანავე აქვს დამამშვიდებელი და განმტვირთავი ეფექტი. ამას გარდა, მაიორანის, დიდი კამისა და კვლიავის ბუნებრივი ეთერზეთები ტრადიციულად რძის წარმოქმნის სტიმულირებისთვის გამოიყენება, ხოლო მკერდის მასაჟი რძის თავისუფალ დენას უწყობს ხელს და ხსნის დაძაბულობას მკერდში ორსულობის დროს.

უპირატესობები

  • დაძაბულობას უხსნის და ამშვიდებს დაჭიმულ მკერდს
  • იდეალურია ჰარმონიული ძუძუთი კვების მოსამზადებლად და მხარდასაჭერად
  • 100% ნატურალურია
  • კანის ტოლერანტობა დერმატოლოგიურად დადასტურებული, მათ შორის მგრძნობიარე კანის შემთხვევაში.
  • შექმნილია ფარმაცევტებთან და ბებიაქალებთან ერთად
შემადგენლობა

INCI

სრული შემადგენლობა


ტკბილი ნუშის ზეთი
სეზამის თესლის ზეთი
ჟოჟობას (უნაბის) თესლის ზეთი
სურნელი
ლიმონენი
ლინალოოლი
გერანიოლი
1 ბუნებრივი ეთერზეთები
ორგანული ინგრედიენტი
გამოყენების წესი

დაწყებული ორსულობის 38-ე კვირიდან დღეში რამდენჯერმე მცირე წრიული მოძრაობებით შეიზილეთ ორივე ძუძუს წინა მხარეს და გვერდებზე. მოარიდეთ დვრილის არეს და არ გამოიყენოთ უშუალოდ ძუძუთი კვების წინ.

მომხმარებლის შეფასებები (0)