ნუშის გამწმენდი რძე
მარტივი არაპარფიუმირებული გამწმენდი რძე კანს მოვლის შემდეგი საფეხურისთვის ამზადებს, აღუდგენს წონასწორობას და არბილებს.
წამყვანი მცენარეები

ნუში
ნუში სავსეა მინერალებითა და ვიტამინებით, ასევე ცხიმმჟავებითა და პროტეინებით და ბოლოს, უბრალოდ გემრიელია. ამიტომ გასაკვირი არც არის, რომ ის მნიშვნელოვან როლს თამაშობს კანის მოვლაში.
იხილეთ მეტიდახასიათება
დახასიათება
აღწერა
ველედას მსუბუქი ვეგანური* ნუშის გამწმენდი რძე მარტივი შემადგენლობით იდეალურია კანისთვის, რომელსაც მომატებული მგრძნობიარობა ახასიათებს. ქლიავის თესლისა და ბიოლოგიური ნუშის ზეთების გამოყენებით ის ღრმად, მაგრამ ფრთხილად ასუფთავებს ნაზ კანს და იდეალურად ამზადებს მას მოვლის შემდეგი საფეხურისთვის.
*პროდუქტები, რომლებიც ნიშანდებულია, როგორც ვეგანური, არ შეიცავს ცხოველური წარმოშობის ნედლეულს. თუმცა, წარმოების პროცესში ამ პროდუქტებისა და მათი შემადგენელი ნედლეულის ცხოველური წარმოშობის მასალასთან კონტაქტის სავსებით გამორიცხვა შეუძლებელია.
უპირატესობები
- განსაკუთრებით ფრთხილად წმენდს
- აღადგენს კანის წონასწორობას
- კანთან თავსებადობა დერმატოლოგიურად გამოცდილია
კომფორტულია კანისთვის*
კარგი გამწმენდია*
საერთაშორისო ხარისხის ნიშანი: NaTrue
“ნატურალური კოსმეტიკა” ყოველთვის 100% ნატურალური არ არის. NaTrue არის ხარისხის საერთაშორისოდ აღიარებული პირველი ნიშანი ბიოლოგიური და ბუნებრივი კოსმეტიკისთვის. მისმა დაწესებამ არსებული ნიშნების „ჯუნგლებში“ სიხცადე შეიტანა. ყოველი პროდუქტი, რომელიც NaTrue ნიშანს ატარებს, უმაღლესი სტანდარტების შესაბამისია.
ნიშანი Vegan
ნიშანი Vegan ვიზუალურად გამოარჩევს პროდუქტებს, რომლებიც არ შეიცავს ცხოველური წარმოშობის არცერთ ინგრედიენტს. Weleda-ს ყველა კოსმეტიკური პროდუქტის და საკვები დანამატის მოხმარება დასაშვებია ვეგეტარიანელებისთვის, რომლებიც უარს ამბობენ ხორცსა და თევზზე.
შემადგენლობა
შემადგენლობა

ტკბილი ნუშის ზეთი
ნუშის დახვეწილი და მსუბუქი ზეთი ძალიან კარგად უთავსდება კანს და იდეალურია მგრძნობიარე, გაუხეშებული, ქერცლიანი და მშრალი კანისთვის. ნუშის ზეთის გამოყენება შეიძლება ჩვილისა და ბავშვის კანის მოსავლელად. ის დიდი რაოდენობით შეიცავს უჯერ ცხიმმჟავებს, როგორიცაა ოლეინმჟავა და ლინოლმჟავა.
არ შეიცავს სინთეზურ კონსერვანტებს, არომატიზატორებსა და საღებავებს, არ შეიცავს ნავთობიდან მიღებულ ნედლეულს.
ნედლეული
ნედლეული

ნუში
ქალაქ ალიკანტეს მახლობლად მთაგორიან ტერიტორიაზე განლაგებული ნუშის მეურნეობა ერთ-ერთი უდიდესია ევროპაში.
იხილეთ მეტი