ნუშის დამამშვიდებელი სახის ზეთი

ამშვიდებს და ხსნის დაჭიმულობას

არაპარფიუმირებული ზეთი ამშვიდებს გაღიზიანებულ და ზემგრძნობიარე კანს. გამოდგება თვალის მაკიაჟის მოსაცილებლად.

წამყვანი მცენარეები

ნუში

ნუში სავსეა მინერალებითა და ვიტამინებით, ასევე ცხიმმჟავებითა და პროტეინებით და ბოლოს, უბრალოდ გემრიელია. ამიტომ გასაკვირი არც არის, რომ ის მნიშვნელოვან როლს თამაშობს კანის მოვლაში.

იხილეთ მეტი

დახასიათება

დახასიათება

აღწერა

ვეგანური, არაპარფიუმირებული ნუშის სახის ზეთში შემავალი კვრინჩხის ყვავილების ექსტრაქტი, ქლიავის თესლის და ბიოლოგიური ნუშის ზეთები  ამშვიდებენ და ამსუბუქებენ კანის გაღიზიანებას. კანი შესამჩნევად გლუვი და ხავერდოვანი ხდება.

 

უპირატესობები

  • ინტენსიურად ამშვიდებს
  • გამოდგება სახის სამასაჟედ
  • გამოიყენება თვალის მაკიაჟის მოსაცილებლად
  • კანთან თავსებადობა დერმატოლოგიურად გამოცდილია
+65%

ამცირებს კანის დაჭიმულობას*

*თვითშეფასება 28 დღის მერე
+65%

კანს ხდის ხავერდოვან-რბილს*

*თსითშეფასება 28 დღის მერე

საერთაშორისო ხარისხის ნიშანი: NaTrue

“ნატურალური კოსმეტიკა” ყოველთვის 100% ნატურალური არ არის. NaTrue არის ხარისხის საერთაშორისოდ აღიარებული პირველი ნიშანი ბიოლოგიური და ბუნებრივი კოსმეტიკისთვის. მისმა დაწესებამ არსებული ნიშნების „ჯუნგლებში“ სიხცადე შეიტანა. ყოველი პროდუქტი, რომელიც NaTrue ნიშანს ატარებს, უმაღლესი სტანდარტების შესაბამისია.

ნიშანი Vegan

ნიშანი Vegan ვიზუალურად გამოარჩევს პროდუქტებს, რომლებიც არ შეიცავს ცხოველური წარმოშობის არცერთ ინგრედიენტს. Weleda-ს ყველა კოსმეტიკური პროდუქტის და საკვები დანამატის მოხმარება დასაშვებია ვეგეტარიანელებისთვის, რომლებიც უარს ამბობენ ხორცსა და თევზზე.

Organic

ეს ეტიკეტი იძლევა გარანტიას, რომ ველედა იყენებს ბიო-მეურნეობიდან მოწეულ მაღალხარისხოვან, სერთიფიცირებულ  ნედლეულს.

შემადგენლობა

შემადგენლობა

ტკბილი ნუშის ზეთი

Prunus Amygdalus Dulcis (Sweet Almond) Oil

ნუშის დახვეწილი და მსუბუქი ზეთი ძალიან კარგად უთავსდება კანს და იდეალურია მგრძნობიარე, გაუხეშებული, ქერცლიანი და მშრალი კანისთვის. ნუშის ზეთის გამოყენება შეიძლება ჩვილისა და ბავშვის კანის მოსავლელად. ის დიდი რაოდენობით შეიცავს უჯერ ცხიმმჟავებს, როგორიცაა ოლეინმჟავა და ლინოლმჟავა.

არ შეიცავს სინთეზურ კონსერვანტებს, არომატიზატორებსა და საღებავებს, არ შეიცავს ნავთობიდან მიღებულ ნედლეულს.

გამოყენების წესი

გამოყენების წესი

დაიტანეთ ნოტიო სახეზე, ყელსა და დეკოლტეზე, დროდადრო კანის გასაჯანსაღებლად ან ყოველდღიურად, კრემის ნაცვლად. თვალის მაკიაჟის მოსაცილებლად, ნოტიო ბამბის დისკზე დააწვეთეთ და ფრთხილად გადაუსვით შეღებილ ადგილებს.