ნუშის სახის კრემი მგრძნობიარე მშრალი კანისთვის

ამშვიდებს და იცავს მგრძნობიარე მშრალ კანს

არაპარფიუმირებული დამატენიანებელი კრემი კანს აძლიერებს, ამცირებს დაჭიმულობის შეგრძნებას და ამაღლებს კანის თვითდაცვის უნარს .

წამყვანი მცენარეები

ნუში

ნუში სავსეა მინერალებითა და ვიტამინებით, ასევე ცხიმმჟავებითა და პროტეინებით და ბოლოს, უბრალოდ გემრიელია. ამიტომ გასაკვირი არც არის, რომ ის მნიშვნელოვან როლს თამაშობს კანის მოვლაში.

იხილეთ მეტი

დახასიათება

დახასიათება

აღწერა

ნუშის ინტენსიური დამამშვიდებელი სახის კრემი ქლიავის თესლისა და ბიოლოგიური ნუშის ზეთების შემცველობით კანის დამცავ ფუნქციებს ეხმარება, ატენიანებს და აძლიერებს მგრძნობიარე მშრალ კანს − შედეგად ის უფრო რბილი და მოქნილი ხდება.

უპირატესობები

  • ამცირებს დაჭიმულობის შეგრძნებას და გაღიზიანებას
  • კვებავს და იცავს
  • შეიძლება გამიყენება როგორც დღისით, ისე ღამით
  • კანთან თავსებადობა დერმატოლოგიურად გამოცდილია
+73%

ხსნის კანის გაღიზიანებას*

*თვითშეფასება 28 დღის მერე
+28%

ზრდის კანის ტენიანობას*

*ტესტი 28 დღის მერე

საერთაშორისო ხარისხის ნიშანი: NaTrue

“ნატურალური კოსმეტიკა” ყოველთვის 100% ნატურალური არ არის. NaTrue არის ხარისხის საერთაშორისოდ აღიარებული პირველი ნიშანი ბიოლოგიური და ბუნებრივი კოსმეტიკისთვის. მისმა დაწესებამ არსებული ნიშნების „ჯუნგლებში“ სიხცადე შეიტანა. ყოველი პროდუქტი, რომელიც NaTrue ნიშანს ატარებს, უმაღლესი სტანდარტების შესაბამისია.

Organic

ეს ეტიკეტი იძლევა გარანტიას, რომ ველედა იყენებს ბიო-მეურნეობიდან მოწეულ მაღალხარისხოვან, სერთიფიცირებულ  ნედლეულს.

შემადგენლობა

შემადგენლობა

ტკბილი ნუშის ზეთი

Prunus Amygdalus Dulcis (Sweet Almond) Oil

ნუშის დახვეწილი და მსუბუქი ზეთი ძალიან კარგად უთავსდება კანს და იდეალურია მგრძნობიარე, გაუხეშებული, ქერცლიანი და მშრალი კანისთვის. ნუშის ზეთის გამოყენება შეიძლება ჩვილისა და ბავშვის კანის მოსავლელად. ის დიდი რაოდენობით შეიცავს უჯერ ცხიმმჟავებს, როგორიცაა ოლეინმჟავა და ლინოლმჟავა.

არ შეიცავს სინთეზურ კონსერვანტებს, არომატიზატორებსა და საღებავებს, არ შეიცავს ნავთობიდან მიღებულ ნედლეულს.

გამოყენების წესი

გამოყენების წესი

სახის კრემი წაისვით დილა-საღამოს წინასწარ გაწმენდილ სახეზე, ყელსა და დეკოლტეზე. ეფექტურობის გასაზრდელად გამოიყენეთ ნუშის დამამშვიდებელ ზეთთან ერთად. გამოდგება მაკიაჟის ფუძედ.