ნუშის დამატენიანებელი კრემი
დამამშვიდებელი კრემი ინტენსიურად ატენიანებს კანს, ამცირებს დაჭიმულობის შეგრძნებას და გაღიზიანებას.
წამყვანი მცენარეები

ნუში
ნუში სავსეა მინერალებითა და ვიტამინებით, ასევე ცხიმმჟავებითა და პროტეინებით და ბოლოს, უბრალოდ გემრიელია. ამიტომ გასაკვირი არც არის, რომ ის მნიშვნელოვან როლს თამაშობს კანის მოვლაში.
იხილეთ მეტიდახასიათება
დახასიათება
აღწერა
არაპარფიუმირებული ნუშის დამატენიანებელი კრემი ქლიავის თესლისა და ბიოლოგიური ნუშის ზეთების შემცველობით იცავს მგრძნობიარე ნორმალური და შერეული ტიპის კანს. ის სწრაფად შეიწოვება, არბილებს და გარემოს მავნე ზემოქმედებებისგან იცავს კანს.
უპირატესობები
- ამცირებს დაჭიმულობის შეგრძნებას და გაღიზიანებას
- ინტენსიურად ატენიანებს
- შეიძლება გამიყენება როგორც დღისით, ისე ღამით
- კანთან თავსებადობა დერმატოლოგიურად გამოცდილია
ამცირებს კანის გაღიზიანებას*
ზრდის კანის ტენიანობას*
საერთაშორისო ხარისხის ნიშანი: NaTrue
“ნატურალური კოსმეტიკა” ყოველთვის 100% ნატურალური არ არის. NaTrue არის ხარისხის საერთაშორისოდ აღიარებული პირველი ნიშანი ბიოლოგიური და ბუნებრივი კოსმეტიკისთვის. მისმა დაწესებამ არსებული ნიშნების „ჯუნგლებში“ სიხცადე შეიტანა. ყოველი პროდუქტი, რომელიც NaTrue ნიშანს ატარებს, უმაღლესი სტანდარტების შესაბამისია.
შემადგენლობა
შემადგენლობა

ტკბილი ნუშის ზეთი
ნუშის დახვეწილი და მსუბუქი ზეთი ძალიან კარგად უთავსდება კანს და იდეალურია მგრძნობიარე, გაუხეშებული, ქერცლიანი და მშრალი კანისთვის. ნუშის ზეთის გამოყენება შეიძლება ჩვილისა და ბავშვის კანის მოსავლელად. ის დიდი რაოდენობით შეიცავს უჯერ ცხიმმჟავებს, როგორიცაა ოლეინმჟავა და ლინოლმჟავა.
თავისუფალია სინთეზური კონსერვანტების, არტომატიზატორებისა და საღებავებისაგან, არ შეიცავს ნავთობიდან მიღებულ ნედლეულს.
ნედლეული
ნედლეული

ნუში
ქალაქ ალიკანტეს მახლობლად მთაგორიან ტერიტორიაზე განლაგებული ნუშის მეურნეობა ერთ-ერთი უდიდესია ევროპაში.
იხილეთ მეტი