არყის ხის ცელულიტის ზეთი
წამყვანი მცენარეები

არყის ხე
გაზაფხულზე, არყის ხის ნორჩი ფოთლები სავსეა სასარგებლო ნივთიერებებით, რომლებიც განახლების იმპულსს და ენერგიას აწვდიან ჩვენს ორგანიზმს
იხილეთ მეტიდახასიათება
დახასიათება
აღწერა
ცელულიტი ბუნებრივად ვითარდება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას არ უნდა ებრძოლოთ! ველედას არყის ხის ზეთი ცელულიტის წინააღმდეგ 100% ბუნებრივი საშუალებაა, რომელიც ძვირფასი მცენარეული ინგრედიენტების დახმარებით ებრძვის ცელულიტს. არყის ხის ნორჩი ფოთლების, როზმარინისა და თაგვისარას ექსტრაქტები კანის მეტაბოლიზმს აძლიერებს. ეს ექსტრაქტები შერეულია აქტიურ ფუძე-ზეთებთან, როგორიცაა ვიტამინებით მდიდარი ხორბლის ღივის ზეთი და ჟოჟობას ზეთი, რომლებსაც შეუძლია ტენის შენახვა იქ, სადაც საჭიროა. გრეიფრუტისა და კვიპაროსის ეთერზეთები გამაცოცხლებელი სურნელისთვისაა - ამ ზეთში ყველაფერი კონკრეტულ მიზანს ემსახურება. და ეს მუშაობს.
უპირატესობები
რეგულარული გამოყენების შედეგად კანი გლუვი, მოქნილი და მკვრივი ხდება, ცელულიტი მცირდება. დერმატოლოგიურად შემოწმებულია.
არ შეიცავს სინთეზურ კონსერვანტებს, არომატიზატორებსა და საღებავებს, არ შეიცავს ნავთობიდან მიღებულ ნედლეულს.
გაიზარდა კანის ელასტიურობა*
კანი რბილი და გადატკეცილია*
ნიშანი Vegan
ნიშანი Vegan ვიზუალურად გამოარჩევს პროდუქტებს, რომლებიც არ შეიცავს ცხოველური წარმოშობის არცერთ ინგრედიენტს. Weleda-ს ყველა კოსმეტიკური პროდუქტის და საკვები დანამატის მოხმარება დასაშვებია ვეგეტარიანელებისთვის, რომლებიც უარს ამბობენ ხორცსა და თევზზე.
საერთაშორისო ხარისხის ნიშანი: NaTrue
“ნატურალური კოსმეტიკა” ყოველთვის 100% ნატურალური არ არის. NaTrue არის ხარისხის საერთაშორისოდ აღიარებული პირველი ნიშანი ბიოლოგიური და ბუნებრივი კოსმეტიკისთვის. მისმა დაწესებამ არსებული ნიშნების „ჯუნგლებში“ სიხცადე შეიტანა. ყოველი პროდუქტი, რომელიც NaTrue ნიშანს ატარებს, უმაღლესი სტანდარტების შესაბამისია.
შემადგენლობა
შემადგენლობა

არყის ხის ფოთლის ექსტრაქტი
არყის ხის ფოთოლი ფლავონოიდებსა და ტანინებს შეიცავს, რომლებიც კანის მეტაბოლიზმს და თხევად ორგანიზმს ააქტიურებს. არყის ხის ფოთლის ექსტრაქტები იდეალურია სამასაჟე ზეთებისთვის, აგრეთვე პროდუქტებისთვის, რომლებიც კანს არბილებს და ხელს უწყობს შემაერთებელი ქსოვილის გამტკიცებას.
- Prunus Armeniaca (Apricot) Kernel Oil
- Simmondsia Chinensis (Jojoba) Seed Oil
- Triticum Vulgare (Wheat) Germ Oil
- Fragrance (Parfum)
- Betula Alba Leaf Extract
- Ruscus Aculeatus Root Extract
- Rosmarinus Officinalis (Rosemary) Leaf Extract
- Linalool
- Citronellol
- Geraniol
- Citral
- გარგარის თესლის ზეთი
- ჟოჟობას (უნაბის) თესლის ზეთი
- ხორბლის ღივის ზეთი
- სურნელი
- არყის ხის ფოთლის ექსტრაქტი
- თაგვისარას ფესვის ექსტრაქტი
- როზმარინის ფოთლის ექსტრაქტი
- ლინალოოლი
- ციტრონელოლი
- გერანიოლი
- ციტრალი
არ შეიცავს სინთეზურ კონსერვანტებს, არომატიზატორებსა და საღებავებს, არ შეიცავს ნავთობიდან მიღებულ ნედლეულს.