კალენდულას ტანის არაპარფიუმირებული ზეთი

უვლის, იცავს და სათუთად ასუფთავებს

კალენდულას მოსავლელი ზეთი იდეალურია კანის მოსავლელიად, ჩვილების გასუფთავებისა და მასაჟისთვის. ის იცავს კანს გაღიზიანებისა და დაწყლულებისგან.

წამყვანი მცენარეები

კალენდულა

კალენდულა წარმოადგენს სამკურნალო და დეკორატიული ბაღების განუყოფელ ნაწილს

იხილეთ მეტი

დახასიათება

დახასიათება

აღწერა

კალენდულას არაპარფიუმირებული ზეთი იდეალურია კანის ყოველდღიური მოვლისა და საფენის მიდამოში სათუთი წმენდისთვის. ბიო–კალენდულას ექსტრაქტი ხელს უწყობს კანის გაღიზიანებისა და წყლულების თავიდან აცილებას. კონტროლირებადი ორგანული მეურნეობიდან მიღებული ქუნჯუთის (იგივე სეზამის) ზეთს კი აქვს სასიამოვნოდ დამათბობელი ეფექტი და ამიტომ იგი  შესაფერისია ბავშვის ნაზი მასაჟისთვის. უბრალოდ გაანაწილეთ მცირე რაოდენობით ზეთი ხელისგულებზე და შეაზილეთ ის კანში წრიული მოძრაობებით.

უპირატესობები

  • უვლის, იცავს და ასუფთავებს კანს.
  • არ არის პარფიუმირებული.
  • ათბობს, ამშვიდებს და ხელს უშლის კანზე მშრალი ან მტკივნეული ლაქების გაჩენას.
  • იდეალური ჩვილის მასაჟისთვის.
  • დერმატოლოგიურად დადასტურებულია კანთან თავსებადობა, მათ შორის, მგრძნობიარე კანისთვის.
  • არ შეიცავს სინთეზურ კონსერვანტებს, არომატიზატორებსა და საღებავებს, არ შეიცავს ნავთობიდან მიღებულ ნედლეულს. 

საერთაშორისო ხარისხის ნიშანი: NaTrue

“ნატურალური კოსმეტიკა” ყოველთვის 100% ნატურალური არ არის. NaTrue არის ხარისხის საერთაშორისოდ აღიარებული პირველი ნიშანი ბიოლოგიური და ბუნებრივი კოსმეტიკისთვის. მისმა დაწესებამ არსებული ნიშნების „ჯუნგლებში“ სიხცადე შეიტანა. ყოველი პროდუქტი, რომელიც NaTrue ნიშანს ატარებს, უმაღლესი სტანდარტების შესაბამისია.

ნიშანი Vegan

ნიშანი Vegan ვიზუალურად გამოარჩევს პროდუქტებს, რომლებიც არ შეიცავს ცხოველური წარმოშობის არცერთ ინგრედიენტს. Weleda-ს ყველა კოსმეტიკური პროდუქტის და საკვები დანამატის მოხმარება დასაშვებია ვეგეტარიანელებისთვის, რომლებიც უარს ამბობენ ხორცსა და თევზზე.

Organic

ეს ეტიკეტი იძლევა გარანტიას, რომ ველედა იყენებს ბიო-მეურნეობიდან მოწეულ მაღალხარისხოვან, სერთიფიცირებულ  ნედლეულს.

შემადგენლობა

შემადგენლობა

კალენდულას ყვავილის ექტრაქტი

Calendula Officinalis Flower Extract

კალენდულას ყვავილი ღია ან მუქი ნარინჯისფერია და დამახასიათებელია კალენდულასთვის. ის სხვადასხვა კაროტინოიდებს, ფლავონოიდებსა და საპონინებს შეიცავს. კალენდულას ყვავილის ექტრაქტს დამამშვიდებელი მოქმედება აქვს და ხელს უწყობს კანის რეგენერაციას.

სეზამის თესლის ზეთი

Sesamum Indicum (Sesame) Seed Oil

სეზამის თესლის ზეთი შესანიშნავი სამასაჟე ზეთია, მას უსიცოცხლო, მშრალი და მოწიფული კანის მოსავლელად იყენებენ, იყენებენ აგრეთვე თმის კონდიციონერის სახით. მას ძლიერი ანდიოქსიდაციური მოქმედება და კანისთვის სასარგებლო თვისებები აქვს და იდეალურია, როგორც ფუძე. სეზამის ზეთი შეიცავს უჯერ ცხიმმჟავებს, როგორიცაა ოლეინმჟავა და ლინოლმჟავა, ფიტოსტეროლები და E ვიტამინი (განსაკუთრებით, ტოკოფეროლი).

არ შეიცავს სინთეზურ კონსერვანტებს, არომატიზატორებსა და საღებავებს, არ შეიცავს ნავთობიდან მიღებულ ნედლეულს.

გამოყენების წესი

გამოყენების წესი

გამოიყენეთ საფენის არის გასაწმენდად და აბაზანის შემდეგ ტანზე შესაზელად ან მასაჟისთვის