კალენდულას სახის კრემი

სათუთად იცავს და ატენიანებს ჩვილის კანს

ოპტიმალურად იცავს, უვლის და ატენიანებს ჩვილის მგრძნობიარე სახის კანს.

წამყვანი მცენარეები

კალენდულა

კალენდულა წარმოადგენს სამკურნალო და დეკორატიული ბაღების განუყოფელ ნაწილს

იხილეთ მეტი

დახასიათება

დახასიათება

აღწერა

ჩვილის კანს, რომელიც ზრდასრულის კანთან შედარებით ხუთჯერ უფრო თხელია და ტენის დაკარგვის მიმართ ბევრად უფრო მგრძნობიარეა, ბუნებრივი დაცვა სჭირდება. ბილოგიური ნუშის ზეთი კანს ატენიანებს, სუფთა ფუტკრის ცვილი ხელს უშლის კანის გამოშრობას და სერთიფიცირებული ბიო-კალენდულასგან დამზადებული სამკურნალო მცენარეული ექსტრაქტი ამშვიდებს კანს. კრემი ადვილად ნაწილდება კანზე და კარგად შეიწოვება. ის ასევე ნაზად და ბუნებრივად ზრუნავს მოზრდილების მგრძნობიარე კანზე.

უპირატესობები

  • ატენიანებს, იცავს, ამშვიდებს,
  • ადვილად შეიწოვება და ხელს უშლის კანის გამოშრობას.
  • აძლიერებს კანის ბუნებრივ ფუნქციას და სახის კანს ხავერდივან სირბილეს უნარჩუნებს.
  • დერმატოლოგიურად დადასტურებულია კანთან ძალიან კარგი თავსებადობა, მათ შორის, მგრძნობიარე კანისთვის.
  • არ შეიცავს სინთეზურ კონსერვანტებს, არომატიზატორებსა და საღებავებს, არც ნავთობიდან მიღებულ ნედლეულს.
  • ზრდასრულის მგრძნობიარე კანისთვისაც შეიძლება გამოყენება.
+96%

საუცხოოდ შეიწოვება კანის მიერ*

*მშობლების შეფასება 28 დღის მერე

საერთაშორისო ხარისხის ნიშანი: NaTrue

“ნატურალური კოსმეტიკა” ყოველთვის 100% ნატურალური არ არის. NaTrue არის ხარისხის საერთაშორისოდ აღიარებული პირველი ნიშანი ბიოლოგიური და ბუნებრივი კოსმეტიკისთვის. მისმა დაწესებამ არსებული ნიშნების „ჯუნგლებში“ სიხცადე შეიტანა. ყოველი პროდუქტი, რომელიც NaTrue ნიშანს ატარებს, უმაღლესი სტანდარტების შესაბამისია.

Organic

ეს ეტიკეტი იძლევა გარანტიას, რომ ველედა იყენებს ბიო-მეურნეობიდან მოწეულ მაღალხარისხოვან, სერთიფიცირებულ  ნედლეულს.

შემადგენლობა

შემადგენლობა

კალენდულას ყვავილის ექტრაქტი

Calendula Officinalis Flower Extract

კალენდულას ყვავილი ღია ან მუქი ნარინჯისფერია და დამახასიათებელია კალენდულასთვის. ის სხვადასხვა კაროტინოიდებს, ფლავონოიდებსა და საპონინებს შეიცავს. კალენდულას ყვავილის ექტრაქტს დამამშვიდებელი მოქმედება აქვს და ხელს უწყობს კანის რეგენერაციას.

სეზამის თესლის ზეთი

Sesamum Indicum (Sesame) Seed Oil

სეზამის თესლის ზეთი შესანიშნავი სამასაჟე ზეთია, მას უსიცოცხლო, მშრალი და მოწიფული კანის მოსავლელად იყენებენ, იყენებენ აგრეთვე თმის კონდიციონერის სახით. მას ძლიერი ანდიოქსიდაციური მოქმედება და კანისთვის სასარგებლო თვისებები აქვს და იდეალურია, როგორც ფუძე. სეზამის ზეთი შეიცავს უჯერ ცხიმმჟავებს, როგორიცაა ოლეინმჟავა და ლინოლმჟავა, ფიტოსტეროლები და E ვიტამინი (განსაკუთრებით, ტოკოფეროლი).

არ შეიცავს სინთეზურ კონსერვანტებს, არომატიზატორებსა და საღებავებს, არც ნავთობიდან მიღებულ ნედლეულს.

გამოყენების წესი

გამოყენების წესი

Applying Baby Face Cream - Weleda
Applying Baby Face Cream - Weleda

ყოველდღიურად წაუსვით ბავშვს სახეზე