ციტრუსის დეზოდორანტი სპრეი 24სთ

სრულიად ბუნებრივი სისუფთავე სხეულის სუნის გასანეიტრალებლად, ალუმინის მარილების გარეშე

თუ თქვენი სხეულისთვის სიკეთე გსურთ, შეისხურეთ ციტრუსის ბუნებრივი ეთერზეთი და იგრძენით თავი მხნედ და დაცულად 24 სთ.

წამყვანი მცენარეები

ლიმონი

საყოველთაოდ ცნობილია, რომ ეს მჟავე ნაყოფი ფაქტიურად სავსეა C ვიტამინით.

იხილეთ მეტი

დახასიათება

დახასიათება

აღწერა

ველედას ციტრუსის დეზოდორანტი ლიმონისა და ფორთოხლის ეთერზეთებით ბუნებრივ სისუფთავეს უზრუნველყოფს და სხეულის სუნს ანეიტრალებს. არ ახშობს ფორებს და კანს სუნთქვა შეუძლია, ამიტომ არ იწვევს ქავილს ან გაღიზიანებას. შეფუთულია მეორადი გამოყენებისთვის განკუთვნილ მინის ბოთლში, არ იყენებს აეროზოლურ ტუმბოს, არ შეიცავს ალუმინს, შეიცავს მხოლოდ ბუნებრივ ინგრედიენტებს, რომლებიც სასარგებლოა თქვენთვის და ზიანს არ აყენებს გარემოს. 

უპირატესობები

  • ანეიტრალებს სუნებს და ხელს უშლის მათ წარმოქმნას,
  • აძლიერებს კანის ბუნებრივ მარეგულირებელ ფუნქციას.
  • დერმატოლოგიურად შემოწმებულია და თავსებადია კანთან.
  • არ შეცავს ანტიპერსპირანტებს, მათ შორის, ალუმინის მარილებს, არ შეიცავს სინთეზურ კონსერვანტებს, არომატიზატორებსა და საღებავებს, არ შეიცავს ნავთობიდან მიღებულ ნედლეულს.

საერთაშორისო ხარისხის ნიშანი: NaTrue

“ნატურალური კოსმეტიკა” ყოველთვის 100% ნატურალური არ არის. NaTrue არის ხარისხის საერთაშორისოდ აღიარებული პირველი ნიშანი ბიოლოგიური და ბუნებრივი კოსმეტიკისთვის. მისმა დაწესებამ არსებული ნიშნების „ჯუნგლებში“ სიხცადე შეიტანა. ყოველი პროდუქტი, რომელიც NaTrue ნიშანს ატარებს, უმაღლესი სტანდარტების შესაბამისია.

ნიშანი Vegan

ნიშანი Vegan ვიზუალურად გამოარჩევს პროდუქტებს, რომლებიც არ შეიცავს ცხოველური წარმოშობის არცერთ ინგრედიენტს. Weleda-ს ყველა კოსმეტიკური პროდუქტის და საკვები დანამატის მოხმარება დასაშვებია ვეგეტარიანელებისთვის, რომლებიც უარს ამბობენ ხორცსა და თევზზე.

Organic

ეს ეტიკეტი იძლევა გარანტიას, რომ ველედა იყენებს ბიო-მეურნეობიდან მოწეულ მაღალხარისხოვან, სერთიფიცირებულ  ნედლეულს.

შემადგენლობა

შემადგენლობა

ლიმონის ქერქის ეთერზეთი

Citrus Limon (Lemon) Peel Oil

ლიმონის ქერქის  ეთერზეთი სხვა ბუნებრივი ეთერზეთების მსგავსად არომატიზატორად გამოიყენება.

არ შეცავს ანტიპერსპირანტებს, მათ შორის, ალუმინის მარილებს, არ შეიცავს სინთეზურ კონსერვანტებს, არომატიზატორებსა და საღებავებს, არ შეიცავს ნავთობიდან მიღებულ ნედლეულს.

გამოყენების წესი

გამოყენების წესი

სპრეი შეისხურეთ იღლიის ქვეშ. მოარიდეთ თვალებს და ლორწოვან გარსს - იწვევს წვას