ფეხის ბალზამი

აცოცხლებს და არბილებს ტერფის გამომშრალ კანს

ფეხის სიმშრალე, ქერცლიანობა და არასასურველი სუნი ქრება ბალზამის სწრაფი შეწოვის მერე 

დახასიათება

დახასიათება

აღწერა

ჩვენ ფახით მთელი ცხოვრების მანძილზე გავდივართ მანძილს, რომელიც 4-ჯერ შემოგვატარებდა დედამიწის გარშემო. ველედას ფეხის ბალზამით ტერფები მუდამ კარგად მოვლილი გექნებათ. მის ცოცხალ სურნელს ლიცეა კუბებას, ლავანდისა და როზმარინის ეთერზეთები განაპირობებს, რასაც მურის შემკვრელი ექსტრაქტის მადეზოდორირებელი თვისებები ავსებს. დამამშვიდებელი კალენდულა და ბიოლოგიური ზეითუნის ზეთი გაუხეშებულ კანს არბილებს, ხოლო კაოლინის თიხა სასიამოვნო სიგლუვეს უზრუნველყოფს.

რჩევა: დროდადრო გაიკეთეთ ფეხის აბაზანა ველედას წიწვის აბაზანით და შემდეგ ნაზად შეიზილეთ ტერფებზე ფეხის ბალზამი.

უპირატესობები

  • აგლუვებს, არბილებს, აცოცხლებს და ხელს უშლის უსიამოვნო სუნის წარმოქმნას.
  • დერმატოლოგიურად გამოცდილია.
  • არ შეიცავს სინთეზურ კონსერვანტებს, არომატიზატორებსა და საღებავებს, არ შეიცავს ნავთობიდან მიღებულ ნედლეულს.

საერთაშორისო ხარისხის ნიშანი: NaTrue

“ნატურალური კოსმეტიკა” ყოველთვის 100% ნატურალური არ არის. NaTrue არის ხარისხის საერთაშორისოდ აღიარებული პირველი ნიშანი ბიოლოგიური და ბუნებრივი კოსმეტიკისთვის. მისმა დაწესებამ არსებული ნიშნების „ჯუნგლებში“ სიხცადე შეიტანა. ყოველი პროდუქტი, რომელიც NaTrue ნიშანს ატარებს, უმაღლესი სტანდარტების შესაბამისია.

Organic

ეს ეტიკეტი იძლევა გარანტიას, რომ ველედა იყენებს ბიო-მეურნეობიდან მოწეულ მაღალხარისხოვან, სერთიფიცირებულ  ნედლეულს.

შემადგენლობა

გამოყენების წესი

გამოყენების წესი

აბაზანის მიღების შემდეგ, შეიზილეთ სუფთა ფეხის გულებსა და ქუსლებზე. ეფექტის გასაზრდელად, ჩაიცვით თხელი ბამბის წინდები და ისე დაიძინეთ