ნაზი გამწმენდი ქაფი

ფორების ღრმა წმენდა ნორმალური / შერეული კანისთვის

ველედას გამომაცოცხლებელი და ნაზი გამწმენდი ქაფი ღრმად ასუფთავებს კანს მისი ტენიანობის შენარჩუნებით.

დახასიათება

დახასიათება

აღწერა

ეს ვეგანური ნაზი გამწმენდი ქაფი კანს ბუნებრივად და საფუძვლიანად ასუფთავებს, აშორებს დღის ჭუჭყს, მაკიაჟსა და ზედმეტ ცხიმს. შეიცავს ეთერზეთებს, ბიო-ტუხტის ფესვისა და ბიო-ჰამამელისის ექსტრაქტებს. გაწმენდის შემდეგ, კანი გამოცოცხლებული და რბილია, აქვს მსუბუქი სურნელი და, ამავე დროს, ინარჩუნებს ტენიანობის ბუნებრივ ბალანსს.

 

უპირატესობები

  • ნაზი ქაფი ფორების ღრმა და ფრთხილი გასუფთავებისთვის
  • ნაზად ქაფდება
  • კანს ატენიანებს
  • აცილებს ზედმეტ ცხიმს და მაკიაჟს

ნიშანი Vegan

ნიშანი Vegan ვიზუალურად გამოარჩევს პროდუქტებს, რომლებიც არ შეიცავს ცხოველური წარმოშობის არცერთ ინგრედიენტს. Weleda-ს ყველა კოსმეტიკური პროდუქტის და საკვები დანამატის მოხმარება დასაშვებია ვეგეტარიანელებისთვის, რომლებიც უარს ამბობენ ხორცსა და თევზზე.

საერთაშორისო ხარისხის ნიშანი: NaTrue

“ნატურალური კოსმეტიკა” ყოველთვის 100% ნატურალური არ არის. NaTrue არის ხარისხის საერთაშორისოდ აღიარებული პირველი ნიშანი ბიოლოგიური და ბუნებრივი კოსმეტიკისთვის. მისმა დაწესებამ არსებული ნიშნების „ჯუნგლებში“ სიხცადე შეიტანა. ყოველი პროდუქტი, რომელიც NaTrue ნიშანს ატარებს, უმაღლესი სტანდარტების შესაბამისია.

Organic

ეს ეტიკეტი იძლევა გარანტიას, რომ ველედა იყენებს ბიო-მეურნეობიდან მოწეულ მაღალხარისხოვან, სერთიფიცირებულ  ნედლეულს.

გამოყენების წესი

გამოყენების წესი

თითის ბალიშების გამოყენებით დაიტანეთ ნოტიო დეკოლტეზე, ყელსა და სახეზე, მოარიდეთ თვალებს. შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ. იქნებ ამის შემდეგ ჩვენი გამაცოცხლებელი ტონიკიც გამოიყენოთ, რომელიც საბოლოოდ გადაახალისებს და გამოაცოცხლებს თქვენს კანს?

იხილეთ მეტი

რჩევა:

თვალის მაკიაჟის მოსაცილებლად გამოიყენეთ ნუშის დამამშვიდებელი სახის ზეთი.