თმის მკვებავი ზეთი როზმარინით

მშრალი, დაზიანებული და გაყოფილი თმისთვის

ბუნებრივი ზეთებითა და მცენარეული ექსტრაქტებით მდიდარი პროდუქტი -  თმას არბილებს და ელასტიურს ხდის,  უბრუნებს მას ბზინვარებას და იცავს გარემოს მავნე ზემოქმედებისგან.

დახასიათება

დახასიათება

აღწერა

თმის მკვებავი ზეთი როზმარინით ინტენსიურად კვებავს მშრალ თმასა და გაყოფილ ბოლოებს. როზმარინის გამამხნევებელი ეთერზეთი, წითელი სამყურასა და ოროვანდის ფესვის ექსტრაქტები  ღრმა კონდიცირებას განაპირობებს, რის გამოც თმა უფრო დამყოლი და ელასტიური ხდება. არაქისის ზეთი კი არბილებს და ამშვიდებს სკალპს. ხვეული თმა აღარ იწეწება და უკეთ იხვევა. თუ ხშირად გიწევთ მზეზე ან ქარში ყოფნა ზეთი ხელის გულზე დაიწვეთეთ და თმაში შეიზილეთ. რაოდენობა ისე განსაზღვრეთ, რომ თმა ზედმეტად არ გააცხიმიანოთ. ზეთი რეკომენდებულია შეღებილი და დაფერილი თმისთვისაც. მშრალი, მოჭიმული თავის კანის მასაჟისთვის მცირე რაოდენობის თმის ზეთი ფრთხილად შეიზილეთ თავის კანში, უმჯობესია დაბანის წინ.

 

უპირატესობები

ინტენსიური მოვლა თავის კანის გაღიზიანების გარეშე. მატებს ბზინვარებას, აღადგენს გაყოფილ ბოლოებს, თმა მოქნილი და აბრეშუმივით ნაზი ხდება. 

არ შეიცავს სინთეზურ კონსერვანტებს, არომატიზატორებსა და საღებავებს, არ შეიცავს სილიკონებს და ნავთობიდან მიღებულ ნედლეულს. განკუთვნილია როგორც ქალების, ისე მამაკაცებისთვის.

საერთაშორისო ხარისხის ნიშანი: NaTrue

“ნატურალური კოსმეტიკა” ყოველთვის 100% ნატურალური არ არის. NaTrue არის ხარისხის საერთაშორისოდ აღიარებული პირველი ნიშანი ბიოლოგიური და ბუნებრივი კოსმეტიკისთვის. მისმა დაწესებამ არსებული ნიშნების „ჯუნგლებში“ სიხცადე შეიტანა. ყოველი პროდუქტი, რომელიც NaTrue ნიშანს ატარებს, უმაღლესი სტანდარტების შესაბამისია.

ნიშანი Vegan

ნიშანი Vegan ვიზუალურად გამოარჩევს პროდუქტებს, რომლებიც არ შეიცავს ცხოველური წარმოშობის არცერთ ინგრედიენტს. Weleda-ს ყველა კოსმეტიკური პროდუქტის და საკვები დანამატის მოხმარება დასაშვებია ვეგეტარიანელებისთვის, რომლებიც უარს ამბობენ ხორცსა და თევზზე.

Organic

ეს ეტიკეტი იძლევა გარანტიას, რომ ველედა იყენებს ბიო-მეურნეობიდან მოწეულ მაღალხარისხოვან, სერთიფიცირებულ  ნედლეულს.

შემადგენლობა

გამოყენების წესი

გამოყენების წესი

დაიტანეთ რამდენიმე წვეთი მშრალ ან ნოტიო თმაზე და დაივარცხნეთ ჯაგრისით ან სავარცხლით. შეიზილეთ თმის გაყოფილ ბოლოებზე ან გამოიყენეთ დამამშვიდებელი მასაჟისთვის, რომელიც თავის კანს საკვები ნივთიერებებით უზრუნველყოფს.