მცენარეული კბილის ჟელე

ბუნებრივი მცენარეული ექსტრაქტების უნიკალური კომბინაცია მგრძნობიარე კბილებისათვის

ვეგანურ, მცენარეულ კბილის ჟელეში თავმოყრილია ექსტრქტები მგრძნობიარე კბილებისა და პირის ღრუს ეფექტური და ნაზი წმენდისთვის

დახასიათება

დახასიათება

აღწერა

მგრძნობიარე კბილები და ღრძილები განსაკუთრებულად ფრთხილ მოვლას საჭიროებენ. მცენარეული ჟელე კი ამ მხრივ ველედას ყველაზე რბილი პროდუქტია. გვირილასა და მურის ექსტრაქტები ამშვიდებს გაღიზიანებულ ღრძილებს და ანთებითი პროცესების წარმოქმნას უშლის ხელს. კაჟიდან მიღებული ნივთიერება განსაკუთრებული სიფრთხილით ასუფთავებს კბილებს. პიტნისა და კამის ეთერზეთების გამაცოცხლებელი გემო დიდხანს ტოვებს პირში სიგრილისა და სისუფთავის შეგრძნებას. რათანიას ექსტრაქტი კი აძლიერებს ღრძილებს. ჟელეს რეგულარული გამოყენება ამცირებს კარიესის წარმოქმნას.

უპირატესობები

  • მგრძნობიარე კბილებისა და ღრძილების ეფექტური წმენდა.
  • რეგულარი გამოყენების შემთხვევაში კბილები დაცულია კარიესისგან და კბილის ემალი დაზიანებისაგან.
  • სერთიფირებული სტომატოლოგიური პროდუქტია, თავისუფალი შაქრისა და სხვა დამატკბობელი სშუალებებისაგან.
  • არ შეიცავს ზედაპირულად აქტიურ ნივთიერებებს, სინთეზურ კონსერვანტებს, არტომატიზატორებსა და საღებავებს, არ შეიცავს ნავთობიდან მიღებულ ნედლეულს.

საერთაშორისო ხარისხის ნიშანი: NaTrue

“ნატურალური კოსმეტიკა” ყოველთვის 100% ნატურალური არ არის. NaTrue არის ხარისხის საერთაშორისოდ აღიარებული პირველი ნიშანი ბიოლოგიური და ბუნებრივი კოსმეტიკისთვის. მისმა დაწესებამ არსებული ნიშნების „ჯუნგლებში“ სიხცადე შეიტანა. ყოველი პროდუქტი, რომელიც NaTrue ნიშანს ატარებს, უმაღლესი სტანდარტების შესაბამისია.

ნიშანი Vegan

ნიშანი Vegan ვიზუალურად გამოარჩევს პროდუქტებს, რომლებიც არ შეიცავს ცხოველური წარმოშობის არცერთ ინგრედიენტს. Weleda-ს ყველა კოსმეტიკური პროდუქტის და საკვები დანამატის მოხმარება დასაშვებია ვეგეტარიანელებისთვის, რომლებიც უარს ამბობენ ხორცსა და თევზზე.

შემადგენლობა

შემადგენლობა

თავისუფალი შაქრისა და სხვა დამატკბობელი სშუალებებისაგან. არ შეიცავს ზედაპირულად აქტიურ ნივთიერებებს, სინთეზურ კონსერვანტებს, არტომატიზატორებსა და საღებავებს, არ შეიცავს ნავთობიდან მიღებულ ნედლეულს.

გამოყენების წესი

გამოყენების წესი

დღეში ორჯერ რეგულარული გამოყენების შემთხვევაში მცენარეული კბილის პასტა ხელს უშლის ნადების წარმოქმნას.