ბროწეულის საშხაპე გელი

ფაქიზი დასაბანი საშუალება

ეთერზეთების სურნელის მქონე, მსუბუქი  დასაბანი  გელი

წამყვანი მცენარეები

ბროწეული

გარედან მშრალი ბროწეულის ნაყოფი სავსეა წითელრბილობიანი მარცვლებით, რომლებიც თავისი ფორმით იუველირულ მძივებს მოგვაგონებენ

იხილეთ მეტი

დახასიათება

დახასიათება

აღწერა

ბროწეული დიდი ხანია ცნობილია თავისი უნიკალური თვისებებით. მისი კურკებიდან დამზადებული ბიო-ზეთი, რომელიც კანთან ძალიან კარგი შეთავსებადობით გამოირჩევა, ამ პროდუქტის ძირითადი კომპონენტია. მას ემატება სეზამის, მზესუმზირას და მაკადამიას ზეთები, რომლებიც კანს კვებავენ.  ხოლო ფორთოხლის და ვანილის სურნელი ტკბილ და გამომაცოცხლებელ ნოტს აძლევენ შაქრის ფუძეზე დამზადებულ ნაზ დასაბან გელს. დაბანის მერე კანი რბილია და ასხივებს.

უპირატესობები

კანს იცავს გამოშრობისაგან, უნარჩუნებს ტენიანობას. დერმატოლოგიურად შემოწმებულია. არ შეიცავს სინთეზურ კონსერვანტებს, არტომატიზატორებსა და საღებავებს, არ შეიცავს ნავთობიდან მიღებულ ნედლეულს.

საერთაშორისო ხარისხის ნიშანი: NaTrue

“ნატურალური კოსმეტიკა” ყოველთვის 100% ნატურალური არ არის. NaTrue არის ხარისხის საერთაშორისოდ აღიარებული პირველი ნიშანი ბიოლოგიური და ბუნებრივი კოსმეტიკისთვის. მისმა დაწესებამ არსებული ნიშნების „ჯუნგლებში“ სიხცადე შეიტანა. ყოველი პროდუქტი, რომელიც NaTrue ნიშანს ატარებს, უმაღლესი სტანდარტების შესაბამისია.

ნიშანი Vegan

ნიშანი Vegan ვიზუალურად გამოარჩევს პროდუქტებს, რომლებიც არ შეიცავს ცხოველური წარმოშობის არცერთ ინგრედიენტს. Weleda-ს ყველა კოსმეტიკური პროდუქტის და საკვები დანამატის მოხმარება დასაშვებია ვეგეტარიანელებისთვის, რომლებიც უარს ამბობენ ხორცსა და თევზზე.

შემადგენლობა

შემადგენლობა

ბროწეულის თესლის ზეთი

Punica Granatum Seed Oil

ბროწეულის თესლის ყვითელი ან მოწითალო ფერის, შედარებით სქელი ზეთი ერთ-ერთი აქტიურად მოქმედი ზეთია, ის დიდი რაოდენობით შეიცავს იშვიათ პუნიცინის მჟავას (უჯერი ცხიმმჟავა). ამ ძვირფას მცენარეულ ზეთს აქვს ანტიოქსიდაციური თვისებები, აუმჯობესებს კანის რეგენერაციას და ამიტომ გამორჩეულ პროდუქტად ითვლება მშრალი და მოწიფული კანის მოსავლელად.

სეზამის თესლის ზეთი

Sesamum Indicum (Sesame) Seed Oil

სეზამის თესლის ზეთი შესანიშნავი სამასაჟე ზეთია, მას უსიცოცხლო, მშრალი და მოწიფული კანის მოსავლელად იყენებენ, იყენებენ აგრეთვე თმის კონდიციონერის სახით. მას ძლიერი ანდიოქსიდაციური მოქმედება და კანისთვის სასარგებლო თვისებები აქვს და იდეალურია, როგორც ფუძე. სეზამის ზეთი შეიცავს უჯერ ცხიმმჟავებს, როგორიცაა ოლეინმჟავა და ლინოლმჟავა, ფიტოსტეროლები და E ვიტამინი (განსაკუთრებით, ტოკოფეროლი).

არ შეიცავს სინთეზურ კონსერვანტებს, არტომატიზატორებსა და საღებავებს, არ შეიცავს ნავთობიდან მიღებულ ნედლეულს.

გამოყენების წესი

გამოყენების წესი

შხაპის ქვეშ ან აბაზანაში გამოიყენეთ საპნის ნაცვლად და დაიტანეთ ნოტიო კანზე. არ წარმოქმნის უხვ ქაფს. ჩამოიბანეთ და შემდეგ ინტენსიური დატენიანებისთვის გამოიყენეთ ბროწეულის აღმდგენი ზეთი ტანისთვის.